ბორჯღალო – მინიატურებით მოყოლილი ქართული ისტორია

ბათუმიტურიზმი

ბორჯღალო – მინიატურებით მოყოლილი ქართული ისტორია

1920 1080 buymore.ge

პანდემიური იზოლაციის ფონზე,  ადგილობრივი ტურიზმის მიმართულებით დაინტერესება ერთი ორად გაიზარდა, შეიძლება ითქვას, ამ  პერიოდმა საშუალება მოგვცა თავიდან აღმოგვეჩინა  თითოეული რეგიონი თავისი უნიკალური პროდუქტითა და შესაძლებლობებით.  ამჯამად, ბათუმს ვეწვიოთ,  ადგილს, რომელიც აქ ჩასულმა აუცილებლად უნდა ნახოს –  გაიცანი აჭარა ახლოდან  და არა მხოლოდ – ეთნოგრაფიული მუზეუმი ბორჯღალო. 

მინიატურის მუზეუმი აჭარა

მუზეუმის შექმნის მიზანი იყო გაეცოცხლებინათ ბევრი ისეთი დარგი, რომელიც ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა. აქ ეს ყველაფერი შესაბამისი მანეკენების დახმარებითაა  გაცოცხლებულია გათვალისწინებულია ჩაცმულობა, ასაკი და სახის ნაკვთებიც კი რამდენიმე დარგს აფორმებს სპეციალური ფოლკლური სიმღერაც.  მუზეუმს აქცენტი აღებული აქვს   წარსულ მემკვიდრეობაზე.  აქ ნახავთ გასული საუკუნის ოჯახებს და რამდენიმე წუთით გადაინაცვლებთ იმ ყოფაში.  რას არ ნახავთ აქ: მეჩეთებს, კათოლიკურ, სომხურ, ებრაული  ეკლესიების ხის მაკეტებს, ადამიანების იდენტურ ხის ფიგურებს. მათ საცხოვრებელ სახლებს და ა.შ  უმთავრესია, რომ ეს ყველაფერი ხელშესახებია,  აქ არ არის  დამცავი მინები რომლებიც ნაწილობრივ ხელს უშლის აღქმის პროცესს, დამთვალიერებლების თვალწინ ცოცხლდება გასული საუკუნის ოჯახები და რამდენიმე წუთით ინაცვლებენ იმ ყოფაში. აქვე ნახავთ თავად ავტორს, რომელის შექმნილია ყველა ის ნივთი  რაც ინტერიერის და ექსტერიერის ნაწილია, ისიც აქვე მუშაობს და  ახალ  ნივთებით ამდიდრებს ამ ისედაც შთამეჭდავ სივრცეს.

მუზეუმის არსებობა გულისხმობს   რეგიონის და არა მარტო რეგიონის ყოფაცხოვრების დეტალების, კულტურის, ტრადიციების შემონახვას და მის თაობიდან თაობაზე გადაცემას. ხშირად ხდება ისე, რომ აჭარაში ჩამოსული ვიზიტორი რეგიონს ტოვებს მაღალმთიანი აჭარის მონახულების გარეშე,   ჩვენთან  მოსულ დამთვალიერებელს კი დროის მოკლე მონაკვეთში საშუალება აქვს იმოგზაუროს აჭარულ სოფელში ქალაქიდან გაუსვლელად.

იყიდემეტიბათუმი

  ეთნოგრაფიული მუზეუმი ბორჯღალო  არსებობა 2012 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც ძველი ბათუმის ტერიტორიაზე  ამავე სახელწოდების მცირე ზომის სალონი – სახელოსნო არსებობდა.  მისი  მასშტაბები გაიზარდა და  განახლებული სახით   ბათუმის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, გაცილებით დიდი ტერიტორიაზე  გაიხსნა.  განახლებული მუზეუმის ავტორი  გახლავთ ხეზე კვეთის  ოსტატი ქემალ თურმანიძე, რომელიც, ათეული წლების განმავლობაში თავად ქმინდა და აგროვებდა ეთნოგრაფიულ ნივთებს. რაც შეეხება,   მუზეუმის სახელწოდებას ბორჯღალო საქართველოს ტერიტორიაზე ოდითგანვე წმინდა ჩუქურთმად ითვლებოდა, ამიტომაც,  სწორედ მას უჭირავს ცენტრალური ნაწილი ოსტატის ნაკეთობებში და მუზეუმის სახელწოდებადაც აირჩია ეს სიმბოლო.  დურგლობა, მუზეუმის ავტორის საოჯახო  მემკვიდრეობად გადამოეცა,  შესაბამისად მუზეუმში არსებული თითეული დარგი საკუთარი გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნა. თავადაც ქმნიდა  ხის ნივთებს და  პარალელურად  ადგილობრივი მოსახლეობიდან  ყიდულობდა/აგროვებდა ეთნოგრაფიულ არტეფაქტებს. ასე პირადი კოლექციითა თუ საკუთარი ნამუშევრებით  გაფართოვდა მუზეუმის  საგამოფენო ნივთების გალერეა.

ბათუმი ზღვა

 

  ეთნოგრაფიული  მუზეუმი  ბორჯღალო საკმაოდ დიდ ფართობზე,  სულ მწვანეში ჩაფლულ სივრცეშია  განთავსებული და  იქვეა   11 მეტრის სიმაღლის ხელოვნური ჩანჩქერი ტყის საფარით, გამწვანებული ეზო მყუდრო და საინტერესო დიზაინით.  საოჯახო ბიზნესი ცნობადობასთან ერთად გაიზარდა დასაქმებულთა რიცხვიც,  დაემატა რამდენიმე ექსკურსია მძღოლი, ამდენად, კითხვაზე ვინ ქმნის ბრენდს, პასუხი მარტივია: გუნდის თითოეული წევრი.

ბავვი სკოლა იყიდე მეტი

მუზეუმის გახსნა ნამდვილად არ ჰგავს იმ ობიექტის გახსნას, სადაც მომხმარებელი პირველივე დღიდან დაიწყებს სიარულს, საკმაოდ რთული აღმოჩნდა ცნობადობის გაზრდა ადგილობრივ მოსახლეობაში, იმის ფონზე რომ უცხოელი დამთვალიერებლები უკვე დაგეგმილი ვიზიტით მიდოდიდნენ  მუზეუმში.  ხშირად ისინი თავად  ასწავლიდნენ ადგილობრივ  ტაქსებს თუ სასტუმროს ადმინისტრატორებს ჩვენი მუზეუმის მისამართს. ასევე დიდი დრო დაგვჭირდა, რომ ტურისტული კომპანიებისთვის გაგვეცნო საკუთარი თავი. კერძო მუზეუმის სპეციფიკიდან გამომდინარე, არც ისე მარტივია, რეკლამების, საინფორმაციო ბანერების, თუ ნიშნულების განთავსება გზებზე, თუმცა ასე თუ ისე მოვაგვარეთ ეს საკითხიც.  დავბეჭდეთ ათასობთ ბროშურა და გავააქტიურეთ სოციალური ქსელები. მოგვიანებით, ვიზიტორების დადებითმა შეფასებებმა საერთაშორისო ტურისტულ საიტებზე საგრძნობლად გაზარდა ჩვენი ცნობადობა საზღვრებს გარეთ. თუმცა ამის ფონზე, ყოველთვის ვცდილობდით ადგილობრივების დაინტერესებასაც,  რის გამოც, მუზეუმის გახსნის დღიდან საჭიროდ ჩავთვალეთ უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა მუზუმში ვიზიტი მათთვის, შესაბამისად ისინი 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ.”- მუზეუმის ავტორი ქემალ თურმანიძე

რა არის მათი განსაკუთრებულობა?  ინდივიდუალურ მიდგომა, თბილი გარემო და ყურადღება. მუზეუმი ვიზიტორებს სთავაზობს განსხვავებულ გარემოს განსხვავებული ცხოვრების სტილის გასაცნობად და დაუვიწყარ მოგონებებს, რომლებიც ძალიან დიდხანს გაჰყვებათ.