ბექას სკოლა ანუ როგორ ავლაპარაკდეთ ინგლისურად

ბექას სკოლა ანუ როგორ ავლაპარაკდეთ ინგლისურად

150 150 buymore.ge

ინგლისური ენა არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, არამედ ის არის გზა, მივიღოთ თანამედროვე განათლება, ვიყოთ კონკურენტუნარიანი თანამედროვე შრომის ბაზარზე და გავეცნოთ დასავლურ კულტურას და ფასეულობებს.

ენის სწავლა ბევრისთვის რთული პროცესია. თუმცა, სწორი მიდგომის, სწორად შერჩეული მეთოდების და პროფესიონალი მასწავლებლების დახმარებით შესაძლებელია, რომ სწავლის ძირი არც ისე მწარე იყოს, როგორც ბევრს წარმოუდგენია.

ბექას სკოლა • Beka’s School  ქართველი და უცხოელი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ინგლისური ენის ცენტრია და არა მხოლოდ!  სკოლა ეტაპობრივად განვითარდა, თავიდან მხოლოდ 2 მასწავლებლით დაიწყეს და დღეს მათ ანგარიშზე 25-მდე თანამშრომელი (მათ შორის 10 native speaker მასწავლებელი), 5000-მდე გადამზადებული  და 400-მდე მიმდინარე მოსწავლეა!

იყიდე მეტი ექსპრეს კურსი

სკოლა მართლაც ექსპერიმენტული და ნოვატორული გამოდგა, მაშინაც როცა შეიქმნა და დღემდეც. მათი მეთოდები და განწყობა ქმნის მის განსაკუთრებულობას და შედეგის კოეფიციენტის ზრდას.

   სწავლა, როგორც  ურთიერთობის ფორმა

  • არაფორმალური კულტურა – ჩვენ ვეწინააღმდეგებით აზრს, რომ იმისთვის რომ სერიოზულად აღვიქმებოდეთ, მუდმივად სერიოზულები უნდა ვიყოთ!  არაფერიც, ძალიან გვიყვარს იუმორი, თავისუფლება და მხიარულება. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ, შევქმნათ გარემო, სადაც ყველა-ფერია და ვცემთ პატივს ყველას თავისუფლებას. მუდმივად ვცდილობთ, დავანგრიოთ ხელოვნური ბარიერები და მივიღოთ სიამოვნება ერთმანეთთან ურთიერთობისგან.
  • ასევე, მიგვაჩნია, რომ ჩვენი ‘ქომიუნითი’ ჩვენი ოჯახია, სადაც უშუალო კომუნიკაცია, ურთიერთპატივისცემა, თანასწორობა, გუნდურობა, ნდობა და მხარდაჭერა აუცილებელი პირობაა.

  ჩვენი მისიაათანამედროვე ინგლისური ენის სწავლება ქართველებზე ადაპტირებული ნოვატორული მიდგომებით, არაფორმალური და აკადემიური განათლების მეთოდების სინთეზით.

ინგლისურის გრამატიკა

რა უნდა ინგლისურის სწავლას, ძალიან ადვილია! და ამაში  ბექას სკოლა • Beka’s School ეხმარება ყველას,  არა მხოლოდ   თავის მოსწავლეებს:

  • წამოვიწყეთ crowdsourcing პროექტი – ‘სოციალური ლექსიკონი  ჯგუფი ფეისბუკზე, რომლის     მოდერირებაშიც ჩვენი სკოლის მასწავლებლები, ბექა და ჯგუფის სხვა აქტიური წევრები არიან ჩართულები და ცდილობენ, პასუხი გასცენ მსგავს შეკითხვებს: “ეს სიტყვა ქართულად როგორ იქნება?”, “როგორ ვთარგმნო ეს ფრაზა ინგლისურად?” და ა.შ.
  •  შექმნილი გვაქვს 60-მდე უფასო ვიდეოგაკვეთილი, რომელთა საშუალებითაც ვასწავლით ისეთ საკითხებს, რაც ქართველებს განსაკუთრებით უჭირთ;
  • პერიოდულად, ორგანიზებას ვუწევთ უფასო საჯარო ლექციებს, ვებინარებს, „ინგლისური ენის კლუბს“, „მაფიის ღამეებს“ ყველა მსურველისთვის.

ექსპრეს კურსი სწავლა ონლაინ

         გენიალურად  მარტივი და „ აქედან რომ ვერ  ამოშლი“  სწავლის მეთოდი:  

  • ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ ქართულ ენას და ქართველ აუდიტორიას მოვარგოთ ჩვენი სწავლების მეთოდოლოგია, არა მხოლოდ ვასწავლოთ ინგლისური, არამედ დავეხმაროთ მისი გამოყენების ‘დამუღამებაში’.
  • ჩვენთვის ხარისხიანი სწავლების აუცილებელი წინაპირობაა მასწავლებლების შერჩევის მკაცრი კრიტერიუმები და პროფესიონალი „native speaker“ მასწავლებლების ფართო არჩევანი.
  • დამატებით, განვავითარეთ დამხმარე მასალები, რომლებიც დაფუძნებულია პიროვნული განვითარების, ქოუჩინგის და ენის ეფექტური შესწავლის ელემენტებზე.  ეს რესურსები სტუდენტს ეხმარება, დააკვირდეს საკუთარი სწავლის პროცესს და ყოველკვირეულ პროგრესს, გაიაზროს, რა ეხმარება უფრო ეფექტურ სწავლაში და რა უშლის ხელს. გარდა ამისა, ამ მასალების დახმარებით, ვასწავლით სიტყვების დამახსოვრების, ენის შესწავლის სხვადასხვა მეთოდებს და ვეხმარებით მოტივაციის შენარჩუნებაში.

              პოსტ პანდემიური პერიოდის კრეატიული გამოსავალი  

კორონავირუსის გავრცელების დაწყებისთანავე მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენივე ინიციატივით დროებით დაგვეხურა სკოლა, რამაც ბუნებრივად გვიბიძგა ალტერნატიული გზების ძიებისკენ და მალევე დავიწყეთ ონლაინ პროდუქტების განვითარება.  გუნდის ეფექტურობის დამსახურებით, 1 თვეში 4 სრულიად ახალი მინი-კურსი განვავითარეთ და შევთავაზეთ ჩვენ მოსწავლეებს. ამასთან, უკვე არსებული პოპულარული პროდუქტებიც „გავაონლაინეთ“ და სკოლის გარემო, ონლაინ სივცეში ტრანსფორმირდა. აღნიშნულმა ცვლილებამ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსწავლეების ნაწილი გაახარა და მათ სწავლა ონლაინ განაგრძეს, ნაწილი კი ნამდვილ საკლასო ოთახში სწავლებას ანიჭებს უპირატესობას და გახსნას დაელოდა.

   28 სექტემბრიდან ვიწყებთ ახალ სასწავლო სეზონს! ამდენი თვის შემდეგ ვუბრუნდებით ჩვენი საყვარელი სკოლის სივრცეს და რეგულაციების მკაცრი დაცვით ვანახლებთ სასწავლო პროცესს, როგორც ჩვენ საკლასო ოთახებში, ისე ონლაინ  ასე, რომ ჯერ კიდევ გვაქვს ახალი მოსწავლეების შემოერთების შანსი.