auczon.com – ონლაინ სავაჭრო სივრცე

auczon.com – ონლაინ სავაჭრო სივრცე

150 150 buymore.ge

თანამედროვე სამყარო ბიზნესს ბევრ საინტერესო და სასარგებლო გამოწვევას სთავაზობს, მათ შორის ყველაზე მზარდი ონლაინ კომერციის ტრენდია. ელექტრონული კომერციით დაინტერესებულთა რიცხვი მსოფლიოში მუდმივად იზრდება, რადგან, დღეს კომფორტი და დრო თანამედროვე ადამიანის ცხოვრებისათვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორებად იქცა. ონლაინ ვაჭრობის პირობებში ეს ორი რამ იდეალურად უნდა იყოს დაბალანსებული. ადგილობრივ ბაზარზე პრე თუ პოსტ ვირუსული მდგომარეობის გამო ხალხმა უფრო თამამი ნაბიჯი გადადგა ნივთების ონლაინ შესაძენად და მეტად გაუგო გემო სახლიდან გაუსვლელად კომფორტულად ყიდვას.  auczon.com მოკლე დროში გახდა მომხმარებლის ყოველდღიური ცხოვრების სანდო და შეუცვლელი არჩევანი. COVID-19-მა, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი დააზარალა, მათ შორის, ფიზიკური მაღაზიები, თუმცა ახალი შესაძლებლობა სწორედ იმ ადამიანებისთვის გამოჩნდა, ვისაც საკუთარი ბიზნესების ონლაინ სივრცეში გადატანა სურთ. ბოლო პერიოდში ცხადი გახდა, რომ ონლაინ მაღაზიის ქონა ბიზნესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა არ შეწყვიტონ არსებობა. ჩვენ უამრავ ვენდორს დავეხმარეთ ამ კუთხით და შევძელით მათი პროდუქტების მიწოდება სახლში დარჩენილი მოსახლეობისთვის ყველაზე კრიზისულ სიტუაციაშიც კი. ჩვენი პირდაპირი მოტივაცია სწორედ ვენდორების კმაყოფილებაა და მზად ვართ, სულ უფრო და უფრო კომფორტული სავაჭრო სივრცე შევუქმნათ მათ.

online shopingi

ნიკა ბაძაღუა –  auczon.com  თანადამფუძნებელი და ოპერაციების მენეჯერი — „ჩვენ შევქმენით თანამედროვე, დახვეწილი, მოწესრიგებული ონლაინ კომერციის სივრცე, სადაც მყიდველებსა და გამყიდველებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა – მიიღონ სარგებელი.“

მოდით ახლოს გავიცნოთ კომპანია და გუნდი, რომლის პროდუქტმაც შეცვალა ადგილობრივი მომხმარებლის ქცევა და ხელი შეუწყო მცირე ბიზნესის განვითარებას:

იდეა, შეგვექმნა ონლაინ მაღაზაია, ბევრად ადრე, 2016 წელს გაგვიჩნდა. ამ დროისთვის ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობდა ვებსაიტი, რომელიც საყოველთაო ონლაინ მაღაზიის სახელს გაამართლებდა, ვგულისხმობ B2C/C2C პლატფორმას, რომელიც კომფორტული ინტერნეტ შოპინგისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტს აერთიანებს: საიტზე ინტეგრირებულ გადახდების სისტემას, ინტეგრირებულ ტრანსპორტიორ კომპანიას და ავტომატურ შეტყობინებებს.

წლების მანძილზე ვსწავლობდით Ecommerce-ის სფეროს, დეტალურად ვეცნობოდით წარმატებულ მსოფლიო ონლაინ მაღაზიებს და მათ მიერ დანერგილ, წარმატებით განხორციელებულ პრაქტიკებს. გადავწყვიტეთ, რომ უკვე დროა, ჩვენს ქვეყანაშიც ყოფილიყო ასეთი მაღალი ხარისხის ონლაინ მაღაზია და 2019 წლის დასაწყისში დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. მიზნად დავისახეთ, გაგვეკეთებინა სრულიად ავტომატიზებული, ტექნიკურად გამართული, კომპლექსური, მრავალფუნქციური ონლაინ სავაჭრო სივრცე, საიდანაც მარტივი იქნებოდა ყიდვაც და სასურველი ნივთების გაყიდვაც, ასე ჩაეყარა საფუძველი C2C პლატფორმასაც.“

ონლაინ შოპინგი

  ვირტუალური შოპინგი – იყიდე სახლიდან გაუსვლელად.

auczon.com  საიტზე შესულ სტუმარს კომფორტული და საჭირო ონლაინ შოპინგისთვის ხვდება ყველაფერი ის, რაც აინტერესებს ანუ სასურველი პროდუქციის საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი: ელექტრონიკის, სპორტის, გართობის, თავის მოვლის, სამუშაო იარაღების, სახლისა და ეზოსთვის საჭირო წვრილი და მსხვილი პროდუქტების კატეგორიები. აქ დღითიდღე იზრდება პროდუქციის ასორტიმენტი. ეს არის სივრცე, სადაც ყველასთვის ყველაფერია. დიახ, შოპინგი შეიძლება იყოს მარტივი და სასიამოვნო.

გაყიდე სახლიდან გაუსვლელად

აქ შეგიძლია ერთდროულად იყო, როგორც მყიდველი, ასევე გამყიდველი, ანუ დაიწყო და განავითარო საკუთარი ბიზნესი. ეს კი ძალიან მარტივია: Seller Zone – ასე ქვია auczon.com B2C პლატფორმას, რომლის მთავარი მიზანია, დაეხმაროს ხალხს საკუთარი ბიზნესის ონლაინ სივრცეში გადატანასა და გამართვაში. შენ აუქზონზე შეგიძლია, ააწყო მაღაზია შენს მიერვე შერჩეული დიზაინით, მართო მარაგები, აწარმოო ფასდაკლებები, ისარგებლო მიწოდების სერვისით და ა.შ, რაც დაგეხმარება, დაზოგო ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო დრო და ფინანსური რესურსი.

ონლაინ შოპინგი

ჩვენი ურთიერთობა ნდობაზეა დაფუძნებული 

auczon.com  ნივთის შესაძენად საჭიროა, გაიარო მარტივი რეგისტრაცია, მოძებნო სასურველი ნივთი და “იყიდე” ღილაკზე დაკლიკებით შეიძინო. ყიდვის მომენტში უთითებ შენს მისამართს და პლასტიკური ბარათით იხდი თანხას. ასევე შეგიძლია Space ბანკის QR განვადებით ყიდვაც.  გილოცავთ, შეძენილი ნივთი უმოკლეს დროში უკვე ადგილზეა. პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში auczon.com  სრულად იღებს ვალდებულებას, რომ თუ ფოტო და აღწერა არ ემთხვევა შეძენილი ნივთის ფაქტობრივ მდგომარეობას, გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდება მყიდველს. გარდა ამისა, შეძენილ ნივთებს მოყვება გარანტია.

განვადებით ყიდვა

 

 

„პროგრამული უზრუნველყოფის მხრივ auczon.com ნულიდან  არის დაწერილი, შავით თეთრზე, რაც გვხდის ბევრად მოქნილს და სწრაფს, ვიდრე შაბლონებით აწყობილი საიტები არიან. ჩვენ არ ვიყენებთ მზა სკრიპტებსა და პლაგინებს, ყველაფერი, რაც გვჭირდება, თავადვე ვქმნით. ყველაზე დიდ კონკურენტულ უპირატესობად, პირველ რიგში, სწორედ ეს მიგვაჩნია, რადგან ნებისმიერ დროს შეგვიძლია დროული გადაწყვეტილებების მიღება. auczon.com  მუდმივად ვითარდება და ხდება უკეთესი მომხმარებლებთან ურთიერთობის გამოცდილებაზე დაყრდნობით. ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ ინიციატორები სიახლეების დანერგვაში და საჭიროებიდან გამომდინარე, ყოველთვის შევძლოთ ჩვენი მომხარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილება.