ივიკო – ატარე ბუნება მინიატურული ფორმით

atare buneba iviko

ივიკო – ატარე ბუნება მინიატურული ფორმით

1920 1080 buymore.ge

„ ვფიქრობ ბედნიერებაა, როცა აკეთებ იმას, რაც გიყვარს და ქმნი ისეთ ნივთებს, რომლებიც სხვის ცხოვრებასაც ოდნავ მაინც გაალამაზებს და შეიძლება ერთ-ერთი საყვარელი ნივთიც კი გახდეს„ .

თქვენ რა განიჭებთ ბედნიერებას? რთული შეკითხვაა? არც ისე, ბედნიერება სიმარტივეშია, აღიქვა ის რაც შენს ირგვლივაა ისეთივე სილამაზით და სისავსით როგორსაც ხედავ, ასეთია ზუსტად ის ნამუშევრები, რომელიც ივერი თოთორაშვილი ივიკო.iviko დამფუძვნებელი ქმნის. უბრალო ნივთების არაჩვეულებრივ მომხიბვლელობის საიდუმლოზე მინდა გესაუბროთ, განსაკუთრებით ისეთ ნივთებზე, რომელსაც ცოცხალი ფერი, ბუნებრიობა და პოეტურობა აქვს, ოდესმე იფიქრებდით რომ ატარებდით ბუნებას, მინიატურული ფორმით და ის თქვენი გარდერობის ელეგანტური ნაწილი გახდებოდა?

ხელნაკეთი ივიკო

  მე  ვარ ივერი თოთრაშვილი ივიკო დამფუძნებელი და ვამზადებ ხის აქსესუარებს.ჩემი საქმიანობა არის ერთგვარი ოცნების ასრულება.რადგან პატარაობიდან მინდოდა ჩემი ხელით გამეკეთებინა რაღაც ისეთი,რითიც სხვებსაც გავახარებდი.ძირითადი მოტივი იყო ჩემი შვილი და პირველი ნამუშევარიც მისი სათამაშოა. სათამაშოს შემდეგ თმის სამაგრიდა ლამაზი ჩანთა დავამზადე ჩემი გოგონასთვის, აქედან მივყავი ხელი სერიოზულად და შევქმენი ბრენდი,შევიკრიბეთ გუნდი და მთელი კოლექტივი ვცდილობთ შევქმნათფასეული ნივთები, რომლებიც ცხოვრებას გაგიფერადებთ. ვფიქრობ ბედნიერებაა, როცა აკეთებ იმას რაც გიყვარს, და ქმნი ისეთ ნივთებს, რომლებიც სხვის ცხოვრებასაც ოდნავ მაინც გაალამაზებს და შეიძლება ერთ-ერთი საყვარელი ნივთიც კი გახდეს. 

ყვავილები იყიდე მეტი

ივიკო- iviko  პროდუქციის დამუშავებაც უნიკალური მეთოდით ხდება, ისე, რომ ყვავილებს ცოცხალი ფერი და იერი მუდმივად უნარჩუნდებათ. აღსანიშნავია, რომ პროდუქციას და ტექნოლოგიას ანალოგი არ ჰყავს არც საქართველოში და არც მსოფლიოში.
რა არის მისი განსაკუთრებულობა ალბათ იკითხავთ, ერთ-ერთი ისაა, რომ შეგიძლია შენი სურვილით აარჩიო რომელი ყვავილი გინდა, თავადვე შეურჩიო ნივთი, რომელსაც მისით გააფორმებ და თავადვე აარჩიო პერსონა ვისაც მერე ამას საჩუქრად მიართმევ, თუ შენთვის დაიტოვებ ამასაც თავადვე გადაწყვეტ, ზოგჯერ ძნელია, ნივთი, რომელიც ძალიან მოგწონს სხვას გაუნაწილო. შეგიძლია, საამისოდ სხვა ნივთი შეათვალიერო და ის გააგზავნო საჩუქრად… უზარმაზარი არჩევანია, მეტიც, შეიძლება, ერთი ერთეული არ გეყოს და სასაჩუქრე კოლექცია გამოგივიდეს. ასევე შეგიძლია, საყვარელი და სამახსოვრო ნივთის განახლების იდეით დაუკავშირდე და ისიც ამავე ტექნოლოგიით გაფორმდეს და გადახალისდეს.

შოპინგი ონლაინ

ივიკო- iviko პროდუქციის ასორტიმენტი ფართოა და მომხმარებლების თხოვნით დღითიდღე ფართოვდება: პროდუქციის ჩამონათვალში შედის: სხვადასხვა ფორმის თმის სამაგრები, ყელსაბამები, საყურეები, ბეჭდები, სათვალეები, გასაღების საკიდები და უამრავი სხვა ნივთიივიკო- iviko  ერთ-ერთი სამომავლო მიზანია გახდეს ცნობილი ბრენდი, რომელიც აწარმოებს არა მხოლოდ ხის აქსესუარების, ასევე ამავე მასალით დამზადებულ სხვა მრავალ ნივთს.