აფრინე შიკრიკი სადაც გინდა, რაც გინდა და როგორც გინდა.

აფრინე შიკრიკი სადაც გინდა, რაც გინდა და როგორც გინდა.

2560 1430 buymore.ge

„შიკრიკი მომიხმეთ უსტარი უნდა ვაფრინო“. – ისტორიული წიგნები თუ გიყვარს ეს ფრაზა შენთვის ახალი არაა, შიკრიკიც გეცოდინება – სწრაფი, ფეხმარდი, ერთგული, პასუხისმგებლიანი და სანდო მალემსრბოლი. სწორედ  შიკრიკებზე იყო დამოკიდებული  ხშირად სამშობლოს ბედი. ზუსტად ისინი იყვნენ  მეფეების, ქვეყნების მმართველებისა და  მთავარსარდლებს  შორის ინფორმაციის გადამტანები და ამბის მაცნეები.  მათ გზავნილს შეეძლო ქვეყნის თუ ადამიანების ბედის შეცვლა. და ახლა სად არიან ისინი? – „თქვენს სახელზე გზავნილია“- კართან შიკრიკი დგას და სანამ ადრესატმა მისამართის ბოლომდე თქმა მოასწრო, ის უკვე თქვენთან გაჩნდა.  აფრინე შიკრიკი სადაც გინდა – რაც  გინდა და ვისთანაც გინდა.

კურიერის მომსახურეობა

რატომ შიკრიკი ?-  ბრენდის ავტორი,  სანდრო ლილუაშვილი – პროფესიით ბანკირია, რომელსაც ძალიან უყვარს საქართველოს ისტორია, ქართული მხედრობის მამაცური და გულადი გამარჯვების შემთხვევები, სწორედ ეს ისტორიული შტრიხი გახდა ახალი სტარტაპის სახელის მთავარი შთაგონება.  ქართული, უძველესი, საამაყო და საპასუხისმგებლო  საქმიანობა მისივე ავთენტური სახელით აღადგინა და აი,  ასე დაიბადა  კურიერული წარსულის და მოდელირებული მომავლის მქონე ახალი ბრენდი- შიკრიკი.

„საქმე იმაშია რომ ჩვენ ვართ ქართველების მიერ  ქართული კაპიტალით დაფუძნებული კომპანია, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და უძველესი სიტყვიერება. ამ სახელის არჩევის  პირველი მიზანი  ქართული დროში აფრიალება  იყო  და მიხვედრა მომხმარებლისთვის თუ ვინ ვართ ჩვენ! “- სანდრო ლილუაშვილი.

სანდრომ  ჯერ კიდევ 2008 წელს ერთ-ერთ ბანკში მუშაობის  პარალელურად  ქეითერინგის  საკუთარი კერძო ბიზნესიც  წამოიწყო.  სამწუხაროდ, იმ დროსთვის არც სმარტფონები არსებობდა და არც ციფრული სამყარო იყო იმდენად განვითარებული რომ აპლიკაციის და ჯიპიესით  დახმარებით  კურიერების რეკინგი მომხდარიყო. ქალაქის კონკრეტულ უბანში არსებული კურიერის იმავე უბანში გაშვება რთული ამოცანა იყო, რის გამოც სტარტაპი ვერ განვითარდა.  მაგრამ 12 წლის შემდეგ ახალი შესაძლებლობების მქონე მსოფლიოში თავიდან შეეეჭიდნენ ამ ამოცანას და ამჯერად სტარტაპმა გაამართლა.

ბრენდის საკომუნიკაციო ენაც სრულიად ქართულია, არა მხოლოდ ენობრივად, დამოკიდებულების თვალსაზრისით – ის რომ ქართული სახელი და ბრენდია ყველა დეტალში ზუსტდება – ცხენიანი კურიერი,  მუდმივი  ისტორიის გახსენება და  ცოტა  პერფორმანსიც . ბრენდის სახელი  ქართული კალიგრაფიით მარტივად დაგამახსოვრდებათ.  ძალიან მეგობრული, თავაზიანი და  ყურადღებიანი  კურიერები   მიბარებულ ნივთს თუ თხოვნას პასუხისმგებლობით ეკიდებიან და ფიქრის სისწრაფით, ციმცმიმ მიაქვთ ადგილზე. სამომავლოდ, ბრენდის სავიზიტე ბარათად უნდა იქცეს ცხენიანი  კურიერი,  რომელიც ყვავილებს და კალიგრაფისტის მიერ ხელით ნაწერ სასიყვარულო უსტარს მიუტანს ხოლმე ვაჟკაცების გულის სწორებს.

კურიერი იყიდე მეტი

სტარტაპის დაწყებიდან 1 თვეში დაიწყო პანდემია.  დაიკეტა ყველაფერი, აიკრძალა ტრანსპორტის მოძრაობა.  ასეთ დროს უფრო  გაიზარდა მოთხოვნა საკურიერო მომსახურეობის მიმართ  და  შიკრიკმა ც გონივრულად გამოიყენა შექმნილი კრიზისული მდგომარეობა.  აკრძალვების მოხსნის შემდეგ კურიერულ მომსახურებაზე მოთხოვნა მინიმუმ 3-ჯერ შემცირდა. ამჟამად,  ბრენდის  მარკეტინგის გუნდი აქტიურად მუშაობს ახალი მომხმარებლების მოზიდვასა  და ბაზრის წილის მოპოვებაზე,  ეს უკანასკნელი უცხოურ კომპანიებს უკვე წარმატებით აქვთ  ათვისებული,  თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღნიშვნას,  რომ სწორად მათი წყალობით მოხდა მომხმარებლის ქცევის ჩამოყალიბება და საკურიერო სერვისის ბაზრის ასე  სწრაფი ნაბიჯებით გაზრდა.

იყიდე მეტი კურიერის გამოძახება

 შიკრიკი-ს როგორც ბრენდის უკან  გონიერი და საქმეზე შეყვარებული ადამიანების გაერთიანება დგას: სამუშაო პროცესის აღსრულება ევალება კომპანის დირექტორს ბატონ ირაკლი ბურჭულაძეს, მის დაქვემდებარებაშია კურიერების და დისპეტჩერების გუნდის ხელმძღვანელი ბატონი ერეკლე ლომიძე,  ბიზნესის პოლიტიკა და სტრატეგიული განვითარების გეგმებს კი   სანდრო ლილუაშვილი ქმნის.  ასე იზრდება და ვითარდება  ბრენდი,  რომელმაც მოკლე ხანში უკვე დაიმსახურა მომხარებლის ყურადღება და რაც მთავარია ნდობა, რომელიც კაპიტალზე მეტია.

shikriki.ge  –  აფრინე  შიკრიკი სადაც გინდა, რაც გინდა და როგორც გინდა.