fbpx

69 მლნ დოლარად გაყიდული კრიპტო არტი #არტამბავი

ბლიოკჩეინი

69 მლნ დოლარად გაყიდული კრიპტო არტი #არტამბავი

960 540 buymore.ge

ეს მოვლენა ერთდროულად  ბიზნესის და სახელოვნები ბაზრის სენსაციაა. ამბის მთავარი გმირი პირველი ცოცხალი მხატვარია ასევე ცნობილი მხატვრების: დევიდ ჰოკნისა და ჯეფ კუნსის შემდეგ, ვისი ნამუშევარიც ამ ღირებულებით გაიყიდა: 69 მლნ დოლარი. აუქციონზე წარმოდგენილი ექსპონატი, რომლის საწყისი ფასი 100 დოლარი გახლდათ, სრულად ციფრული და ხელშეუხებელია, ამის პირდაპირი გაგებით: ის  მხოლოდ ვირტუალურად არსებობს.  რეგულაციების გათვალისწინებით ონლაინ აუქციონზე წარმოდგენიდან ორი კვირის შემდეგ აღნიშნული კოლოსალური თანხით, მისი მეპატრონე აღმოსავლეთის ერთერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა, რომელსაც ნამუშევარზე ექსკლუზიური წვდომა აქვს და მისი გადაზიარება, გამოყენება თითქმის შეუძლებელია. ინტერნეტში გავრცელებული მასალა ორიგინალის 10 % .

გრაფიკული და მოუშენ დიზაინერის მაიკ ვინკელმანის (იგივე ბიპლი), ნამუშევარი არის კოლაჟი, რომელშიც წარმოდგენილია მისივე  შექმნილი და განთავსებული ის ყველა ნამუშევარი, რომელთა ატვირთვაც ხდებოდა 2007 წლის 1  მაისი-დან  2021 წლის 7 იანვრამდე. არტისტი ამ  პერიოდის  მანძილზე მიზნად ისახავდა ყოველდღე შეექმნა ახალი ხელოვნების ნიმუში და ის ინტერნეტში გამოექვეყნებინა. ამდენად, 5000 დღის განმავლობაში ყოველდღე ქმნიდა ახალ, ინდივიდუალურ  ციფრული ფორმატის დეტალებს. ეს მასშტაბური კოლაჟი ცნობილია როგორც EVERYDAYS5000 ციფრული  ნამუშევრებისგან შექმნილი კომპოზიცია შეფასდა, როგორც „ უნიკალური  ნაწარმოები ციფრული ხელოვნების ისტორიაში“ . ყველაზე საინტერესო ისაა, რომ კრისტის აუქციონის 255 წლის ისტორიის მანძილზე ეს პირველი ნამუშევარია, რომელის შეძენა მოხდა  Ethereum კრიპტოვალუტის გადახდის მეთოდით.

      ”ახლა რომ ვუყურებ, თითქოს პოლიტიკური კარიკატურისტი ვარ” – განმარტავს ბიპლი – ”ესკიზების გაკეთების ნაცვლად, მე ყველაზე მოწინავე 3D ინსტრუმენტებს ვაყენებ, რომ კომენტარი გავაკეთო მიმდინარე მოვლენებზე, თითქმის რეალურ დროში.”

სამხრეთ კაროლინაში მცხოვრები მხატვრის ხედვითმა და ხშირად “არაკეთილსინდისიერმა” ციფრულმა სურათებმა მალევე მოახერხა ინტერნეტ აუდიტორიის გულის მოგება და მისი მეტეორიული აღზევება ციფრული ხელოვნების სამყაროს მწვერვალზე. ის საკმაოდ პოპულარური პერსონაა –  1.8 მილიონი მიმდევარით ინსტაგრამზე და საინტერესო  კოლაბორაციები ისეთ ბრენდებთან როგორიცაა:  Louis Vuitton, Nike, Katy Perry , Childish Gambino.

   რატომ არის  ეს  ნამუშევარი ასეთი განსაკუთრებული?

კომპოზიცია შექმნილია NFT  ბაზაზე. ეს (ყოფილი  Bitcoin 2.0) არის მონაცემთა ერთეული, რომელიც ინახება ციფრულ წიგნში, რომელსაც ბლოკჩეინს უწოდებენ. ის  ადასტურებს ციფრული აქტივის უნიკალურობას და შესაბამისად, ურთიერთ შენაცვლებას. NFT შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი ნივთების წარმოსადგენად, როგორიცა: ფოტოები, ვიდეოები, აუდიო და სხვა სახის ციფრული ფაილები.  ის სრულად ციფრული, აბსოლუტურად  უნიკალურია და შესაბამისად, მისი შეცვლა მსგავსი ღირებულების რამეზე თითქმის შეუძლებელია.  ამიტომ, NFT არის ერთგვარი კრიპტოგრაფიული ნიშანი, რომელიც წარმოადგენს რაიმეს, რაც უნიკალურია.

Beeple’s JPG  ფაილი  EVERYDAYS ასე ვთქვათ  ოფიციალურად “მოჭრეს” თებერვალში. მას შემდეგ რაც NFT– ებმა ვიზუალური არტის პოპულარობა გაიზარდა, განსაკუთრებით ფოტოგრაფიის სამყაროში. კრიპტო ვალუტის ეს ერთეული თავისი რესურსით მფლობელს საშუალებას აძლევს აწარმოოს მოკლევადიანი და გადამოწმებული გაყიდვის პროცესი და თითოეული ერთეული ექსკლუზიური უფლებით და ინფორმაციით იყოს დატვირთული, ეს  სრული საკუთრების გადაცემაა, რომელიც ბლოკჩეინზე ფიქსრიდება და იქმნება ე.წ ციფრული წიგნაკი.

  “ის სკულპულოზური სიზუსტით და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ალაგებს ერთი შეხედვით თითქოს არა ორგანიზებულად მიმოფანტულ აბსტრაქტულ, ფანტასტიკურ, გროტესკულ და აბსურდულ სურათებს, ვიზუალურ ინფორმაციას, რომელიც პირადული მომენტების თუ  მიმდინარე მოვლენების მასშტაბური ილუსტრაციაა: საზოგადოების ტექნოლოგიით შეპყრობილობა და ფობიები, სიმდიდრის სურვილი და უკმაყოფილება, ამერიკის ბოლო დროინდელი პოლიტიკური ტურბულენტობა და ა.შ. ეს თთქოს ჩვენი, კაცობრიობის არსებობის ერთი დიდი რუკაა. – წერს New York Times

 კატერინა გალდავაძე