fbpx

6 რჩევა კომპანიებს თანამშრომლების შესანარჩუნებლად

პრაქტიკული მარკეტინგი

6 რჩევა კომპანიებს თანამშრომლების შესანარჩუნებლად

1260 694 buymore.ge

 

ნიჭიერი ადამიანები თამაშებს იგებენ, მაგრამ გუნდები – ჩემპიონატებს.“

გადავიწვი, მეტი არ შემიძლია,  გადავიღალე- ეს ფრაზები უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და  გვესმის ყოველი მხრიდან : მეგობრებისგან, კოლეგებისგან, უცნობებისგან. ყველაზე ხშირად კი, ასეთ შემთხვევაში ადამიანები საკუთარ თავში იწყებენ პრობლემის ძიებას. ფიქრობენ, რომ ,,გადაწვა“, „გადაღლა“ ჯობია სამსახურის გარეშე დარჩენას, რადგან მათ უკან დგას ოჯახი, ახლობლები და აუცილებლად უნდა იმუშაონ. ასეთ დროს ადამიანები ვერც იაზრებენ, როგორ აზარალებენ საკუთარ თავს, უკუაგდებენ ახალ შესაძლებლობებს და ბლოკავენ კარიერული განვითარების შანსს.

„გადაწვის“ პრობლემა სულაც არ არის ადამიანების ინდივიდუალური პრობლემა. ამაზე უკვე დამსაქმებლები უნდა დაფიქრდნენ. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ანალიტიკური საკონსულტაციო ფირმის Gallup-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სამუშაო ადგილზე „გადაწვის“ გამომწვევი 5 ფაქტორია:

  • უსამართლო მოპყრობა,
  • უკონტროლო დატვირთვა,
  • თანამშრომლისთვის კომპანიაში მისი როლი არ არის ცხადი,
  • მხარდაჭერისა და კომუნიკაციის ნაკლებობა მენეჯერის მხრიდან,
  • დროში შეზღუდვის გაუმართლებელი და უმიზეზო მიდგომა.

ეს ნიშნავს, რომ კომპანიებს შეუძლიათ გადაჭრან „გადაწვის“ პრობლემა და შედეგად გამოიმუშაონ უფრო მეტი, ვიდრე ახლა, ასევე ექნებათ გარანტირებული შედეგი და ეს მათ პროდუქტზეც აისახება. როგორ?

რჩევა #1 ესაუბრეთ თქვენს თანამშრომელს  

ფულით პრობლემას  ვერ მოაგვარებთ . ეს დროებითი შეჩერებს გაუგებრობას. უკმაყოფილების ფულით მოგვარებას სჯობს იყოთ გულწრფელი და თანამშრომელს სწორი მოლოდინები შეუქმენით  ჯერ კიდევ დასაქმებამდე.  ღია და გახსნილი დიალოგი შეამცირებს  იმედგაცრუების ალბათობას.

რჩევა #2  მიეცით მოტივაცია  

თითოეულ თანამშრომელს და დაანახეთ, რომ თქვენთვის ღირებული კადრია. ერთი ღირებული კადრი ქმნის გუნდს, რომელსაც ჩემპიონატების  მოგება შეუძლია და ეს არის თქვენი ტრიუმფი.

რჩევა#3 იზრუნეთ ახალი თანამშრომლის ინტეგრაციაზე 

როდესაც კომპანიაში გყავთ ახალი კადრი, ნუ დატოვებთ გაურკვევლობაში იმის იმედად, რომ თავად გაერკვევა თქვენი ორგანიზაციის კულტურულ „უცნაურობებში“. დარჩით კონტაქტზე და დარწმუნდით, რომ თავს კომფორტულად გრძნობს, ხშირად მოიკითხეთ, გაესაუბრეთ. სხვა შემთხვევაში მისი ყოფნა შეიძლება ხანმოკლე აღმოჩნდეს ან უარესი, უფრო რთული კულტურული პრობლემები გაგიხდეთ მოსაგვარებელი.

რჩევა #4 „პირველ ადგილზე დააყენეთ თანამშრომლები

თანამშრომლები ქმნიან კომპანიის იმიჯს,  მათ შორის მომხმარებლებშიც. იზრუნეთ თითოეული თანამშრომლის კარიერულ განვითარებაზე და წინსვლაზე. ჩართეთ სხვადასხვა პროექტებში, ტრენინგებში. გახადეთ მრავალფეროვანი და საინტერესო თქვენი თანამშრომლების სამუშაო პროცესი. მათი კმაყოფილება ძალიან  მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის.

რჩევა #5 ესაუბრეთ ისე, როგორც თქვენ გსურთ რომ გესაუბრონ

შეარჩიეთ ჟესტები, მიმიკები, სიტყვები შენიშვნის მიცემის დროს. რადგან უმეტესწილად, სწორედ ეს ,,წვავს“ თანამშრომელს და არა ფიზიკური თუ გონებრივი დატვირთვა. თქვენი თანამშრომელი თქვენი ბიზნესის უდიდესი აქტივია.

რჩევა #6  ხშირად მიაწოდეთ თანამშრომლებს უკუკავშირი 

ინფორმაცია გამორჩეულად კარგად, საშუალოდ და არც ისე კარგად შესრულებული საქმეების შესახებ, რა არის მათი ძლიერი მხარე და რაზე აქვთ სამუშაო. მიეცით კონკრეტული ვადები, დაშვებული შეცდომების  გამოსასწორებლად. შეცდომები ზრდის .

თუ თქვენ გსურთ  მოიგოთ თამაშები, მაშინ განაგრძეთ სვლა იგივე ნაბიჯებით, მაგრამ  თუ ჩემპიონატის მოგება გინდათ, შეცვალეთ წესები, ჩაკიდეთ თანამშრომლებს ხელი და არ დაგავიწყდეთ, თქვენ ერთი გუნდი ხართ !

ავტორი: ეთო ბიქოშვილი