5 რჩევა თუ როგორ ვმართოთ ლინკდინი

5 რჩევა ლინკდინისთვის

5 რჩევა თუ როგორ ვმართოთ ლინკდინი

1920 1080 buymore.ge

 სამსახურს ეძებ? ბიზნეს ურთიერთობების გააქტიურება გინდა? დაწინაურების ეფექტური სტრატეგიის შექმნაზე ფიქრობ? ათი წელია მუშაობ, მაგრამ თვლი, რომ ეს შენი ოცნების სამსახური არ არის? იქნებ ინვესტორს ეძებ, პარტნიორს, თანამოაზრეს? ან იქნებ, უბრალოდ იმაზე ღიად საუბარი გინდა, თუ ვინ ხარ  და რას აკეთებ ყოველდღიურად?

თუ აქედან ერთ კითხვაზე მაინც გჭირდება პასუხი, მაშინ, დროა დარეგისტრირდე ლინკდინზე.

 „თუ შენ არ ხარ ლინკდინზე, დიდი შანსი გაქვს, რომ შეუმჩნეველი დარჩე“ – ამბობს რიკ სასი, ლინკდინის ექსპერტი.

გასაგებია, რომ ლინკდინი მნიშვნელოვანი სოციალური ქსელია, რომელსაც მოაქვს წარმატება. მაგრამ, როგორ ვმართოთ ის? აუცილებელია, გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა:

ლინკდინის პროფილი

 ვიზუალური ეფექტი – პირველი, რასაც ხედავენ ვიზუალია. კვლევების მიხედვით დამსაქმებელთა 70% იმ შემთხვევაში გადმოდის თქვენს პროფილზე, თუ ფოტო მოეწონება. ის ყველაფერს აკვირდება. ამიტომ, ატვირთეთ ფოტო, სადაც იღიმით, ჩანს თქვენი კეთილგანწყობა და მზაობა სამომოვლო თანამშრომლობისთვის.

შევქმნათ კრეატიული სათაური – ლინკდინის პროფილის შექმნისას აუცილებელია დაწეროთ ეფექტური Headline (სათაური), რადგან პროფილზე გადმოსვლისას პირველი რასაც კითხულობენ სწორედ ის არის.  აუხსენით აუდიტორიას ვინ ხართ თქვენ, რა შეგიძლიათ, რატომ უნდა მოგმართონ, რა კონკრეტული პრობლემების გადაჭრაში დაეხმარებით. აჩვენეთ დამატებითი შესაძლებლობები. ამით თქვენ დაანახებთ დამსაქმებელს, რომ მომიჯნავე სფეროშიც შეგიძლიათ მუშაობა.  ეცადეთ ეს ყველაფრი მაქსიმალურად ზუსტად, ლაკონურად და კრეატიულად ახსნათ.

ისაუბრეთ საკუთარ თავზე – ალბათ, ვერც კი წარმოგიდგენიათ ყოველდღე რამდენი გარიგება, შეთანხმება და ინფორმაციის გაცვლა ხდება ლინკდინზე. ძალიან ბევრი Success Story-ის“ ნახვა შეგიძლიათ, სადაც ადამიანები აღტაცებით წერენ, როგორ აიყვანეს პირველ სამსახურში, როგორ იშოვა ოცნების სამსახური, როგორი მაგარი ინვესტორი იპოვა, როგორი დიდი ცვლილებები შეიტანა სასწავლო პროგრამების დახვეწაში. წაიკითხავთ იმასაც, რომ ცხოვრების შემცვლელი გარიგება დადეს და ამ ყველაფერს ლინკდინის დახმარებით აკეთებენ. ამიტომ, აუცილებელია თქვენი თავი წარუდგინოთ აუდიტორიას ისე, რომ აჩვენოთ „მე ზუსტად ის ვარ, ვისაც შენ ეძებ.“ შეგიძლიათ თვითპრეზენტაციის შემდეგ, მოყვეთ თქვენს მიზნებზე, ჰობიზე, ინტერესებზე და ა.შ

მოყევით მიღწევებზე – კარგია, როცა გამოცდილებას, შესაძლებლობებს, განათლებას უთითებთ, მაგრამ ეცადეთ ეს ყველაფერი უფრო დამაჯერებელი გახადოთ აუდიტორიისთვის. აჩვენეთ მათ, თქვენმა შრომამ როგორი შედეგები გამოიღო. დაწერეთ მყარი ფაქტები. ლინკდინი შესაძლებლობას გაძლევთ ყველა მიღწევას მიამაგროთ ლინკი. ატვირთეთ თქვენი სერტიფიკატები, სიგელები, დიპლომები, უკუკავშირები და ა.შ

Call to action-ის“ ოქროს ღილაკი – ძალიან ხშირად ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ call to action-ს. რეალურად კი, ეს მეთოდი ყიდის ყოველთვის ყველაფერს. არის მომგებიანი, ეფექტური და სანდო. შენ მოუწოდებენ კონკრეტული მოქმედებისკენ და ეს მოწონს აუდიტორიას. მიეცით თქვენს გამომწერს, მკითხველს, მაყურებელს, დამსაქმებელს და საერთოდ ყველას, ვინც თქვენს პროფილზე გადმოვა, ,,გაიგოს მეტი.“ შეგიძლიათ გამოიყენეთ შემდეგი სიტყვები: ეწვიეთ ვებგვერდს, დარეგისტრირდი, დააკომენტარე, დაგვიკავშირდი, გაგვიზიარე, გადადით ლინკზე, ჩამოტვირთეთ, ატვირთეთ და ა.შ

ლინკდინი ნიშნავს ბიზნესს! ის, ყველაზე ძლიერი სოციალური ქსელია, რადგან კვლევების მიხედვით, დამსაქმებელთა 95% სწორედ იქ ეძებს სასურველ კადრს, ხდება ინფორმაციის გაცვლა-გაზიარება, შეთავაზებების განხილვა, ვაკანსიების განთავსება, კონტაქტების დამყარება და ა.შ

ლინკდინს, მსოფლიოში 300 მლნ-ზე მეტი ადამიანი იყენებს. საქართველოში კი, მას ნაკლებად მოიხმარენ, თუმცა ტენდენცია აჩვენებს, რომ დარეგისტრირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

დაიწყეთ ლინკდინის მართვა ამ წუთიდან და შექმენით საკუთარი წარმატება!

ავტორი : ეთო ბიკოშვილი