fbpx

5 რჩევა როგორ შექმნათ წარმატებული მეილი

პრაქტიკული მარკეტინგი

5 რჩევა როგორ შექმნათ წარმატებული მეილი

1200 800 buymore.ge

გაგზავნეთ მეილი და დღემდე პასუხის მოლოდინში ხართ? სთხოვეთ კომპანიას უკუკავშირი, მაგრამ ჯერ კიდევ არ ჩანს? გიკითხავთ საკუთარი თავისთვის, რატომ შექმნეს  მეილი, თუ არ კითხულობენ შეტყობინებებს მიუხედავად იმისა, რომ მეილი ელექტრონული კომუნიკაციის ოფიციალური ფორმაა, ხშირად  შეტყობინებებს არც კი ხსნიან.

  თქვენ თუ გახსოვთ, როდის გახსენით ბოლო ელ.ფოსტა? იცით ვის ესაუბრებოდით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე ხშირად? დღის რომელ მონაკვეთში ხსნით  შეტყობინებას? დღის განმავლობაში რამდენჯერ ამოწმებთ ელ.ფოსტას ?

მარკეტინგული კომპანია Wordstream-ის ბოლო კვლევის მიხედვით, მომხმარებელები ელექტრონულ წერილებს ეცნობიან დილის 10:00 საათამდე, როდესაც სამსახურში წასასვლელად  ემზადებიან ან უკვე სამუშაო მაგიდას მიუსხდნენ. ამიტომ, მარკეტერები კამპანიის წერილებს დილას 8:00-9:30 შუალედში გზავნიან. სწორედ იმ დროს, როდესაც სამიზნე სეგმენტი განწყობილია მის გასახსნელად. Optinmonster-ის მკვლევარები კი ფიქრობენ, რომ გაცილებით გაიზრდებოდა გაყიდვების მაჩვენებელი და მომხმარებელთა რიცხვი, თუ ადამიანები მეილის შესაძლებლობებს სწორად გამოიყენებდნენ.

    რა უნდა ვუთხრა ისეთი, რომ ჩემი შეტყობინება გახსნან?!

  იპოვეთ ,,ოქროს გასაღები“ – ეს არის Subject. ადამიანები, Subject-ის ველიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებას, გახსნან თუ არა მეილი. ამიტომ, ისე შეარჩიეთ ის,  რომ ადრესატი მიახვედროთ, თუ რა თემაზე წერთ  ბიზნესთან დაკავშირებულ სიახლეებზე თუ   კომერციულ წინადადებაზე.

,,სალამი ღვთისაა“ – ეს ფრაზა ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გვესმის, მაგრამ ყველაზე უფრო უკეთ უხდება იმეილ მარკეტინგს. მიესალმეთ ადრესატს, გაუღიმეთ.

მადლობის მნიშვნელობა – მეილის ტექსტის პირველი აბზაცი დაუთმეთ კომპანიის, ორგანიზაციის, გაერთიანების, პერსონის, ვისაც წერთ, მის შექებას. მადლობა გადაუხადეთ გაწეული სამუშაოსთვის, ოპერატიულობისთვის, გუნდურობისთვის. აჩვენეთ, რომ მოგწონთ ის და ინფორმირებული ხართ მის შესახებ. მადლობის გადახდა ძალიან ეფექტური და მომგებიანი ნაბიჯია კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. წარმოიდგინეთ, ყოველ 1 წთ-ში 188 მლნ იმეილ შეტყობინება იგზავნება და აქედან ადრესატთა 95% არ იღებს ,,მადლობას“. ეს მეთოდი დაგეხმარებათ, გახსნან თქვენი წერილი. აქვე, უთხარით მხოლოდ ერთი წინადადებით, მიზეზი, რატომ უკავშირდებით. მიზეზი უნდა იყოს ცხადი, მკაფიო და ზუსტი.

თვითპრეზენტაცია ყოველთვის გააცანით ადრესატს საკუთარი თავი – არასდროს გეგონოთ, რომ ადამიანებმა თქვენ შესახებ ან იმ კომპანიის შესახებ, რომელსაც წარმოადგენთ, უკვე იციან. მოუყევით მომხმარებელს თქვენზე და გააცანით მხოლოდ ის კონკრეტული ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვანია კონკრეტული საქმისთვის. (შედეგები, მიღწევები, მყარი ფაქტები, პროგრესი და ა.შ)

ძირითადი სათქმელი – აუხსენით მიზეზი, რატომ უგზავნით შეტყობინებას. რატომ დაინტერესდით, რა მიზანი გაქვთ, რას ელოდებით მისგან, რა შედეგები გჭირდებათ და ორიოდე სიტყვით უთხარით ისიც, რატომ უნდა დაინტერესდეს თქვენით. ძირითადი სათქმელი უნდა მოიცავდეს მაქსიმუმ 5 წინადადებას.

დამშვიდობება – აუცილებლად დაემშვიდობეთ ადრესატს შეტყობინების ბოლოს. ამ მეთოდით, მას თავს აგრძნობინებთ მშვიდად, თითქოს ონლაინ კი არა, პირისპირ ესაუბრებით.

მეილის მართვისას აუცილებელია დროის მენეჯმენტის გათვალისწინება. არაფერია იმაზე უარესი, როცა პასუხის მოლოდინში ხართ. თუ გსურთ თქვენი მომხმარებლების რაოდენობის გაზრდა და კმაყოფილი მომხმარებლების ყოლა, მაშინ მოგიწევთ დროულად მოახდინოთ რეაგირება. 24-დან 48 საათამდე პასუხის გაცემა ნორმალურია და ორი დღის შემდეგ, უკვე არაეფექტური.

გაითვალისწინეთ, ელექტრონულ ფოსტაზე რეგისტრაციისას მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი, რადგან შეტყობინების მიმღებმა იცოდეს ვის ესაუბრება. ატვირთეთ პროფილზე თქვენი ფოტოსურათი. პირველი, რასაც აკვირდებიან, ვიზუალია და ასევე ფოტო ზრდის თქვენდამი სანდოობას. ყურადღება მიაქციეთ დომენსაც, რადგან ის თქვენს პროფესიონალიზმს წარმოაჩენს.

დაიწყეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის ხარისხიანად და სწორად მართვა დღეიდან, რადგან ის თქვენი პერსონალური ბრენდის ერთ-ერთი ძლიერი მაჩვენებელია ბიზნეს კომუნიკაციაში.

სტატიის ავტორი:  ეთო ბიქოშვილი