fbpx

5 რჩევა სოციალურ ქსელებში მეტი შედეგისთვის #ციფრულიამბავი

სოციალური მედიის მართვა

5 რჩევა სოციალურ ქსელებში მეტი შედეგისთვის #ციფრულიამბავი

1920 1080 buymore.ge

    #1 შეადგინე განრიგი 

სოციალურ ქსელებში დასადები პოსტებისთვის ხელის მხოლოდ რამდენიმე დაჭერით შეგიძლია შექმნა პოსტების განრიგი ე.წ  მომლოდინე პოსტები.  ჩაინიშნე შენი კონტენტი ავტომატური გრაფიკის სახით და გადახედე კალენდრის მარტივი ფორმატით. “უამრავ დროს ვზოგავ, რადგან სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე ასატვირთი პოსტების ერთ სივრცეში განრიგის მიხედვით თავმოყრა შემიძლია.”

სოციალური მედიის მართვა

      #2  გაზარდე სოციალურ ქსელებში გამომწერების რაოდენობა 

შექმენი ისეთი ხარისხის კონტენტი, რომელიც აუდიტორიას მოხიბლავს და მეტ ადამიანს მიაღწევს. მიიღე წვდომა შენს ფოტო მასალაზე პირდაპირ Hootsuite-ის ხელსაწყოთა პანელიდან, რათა რეგულარულად პოსტვა გაიმარტივო. როცა განრიგს ადგენ, პოსტები მზადაა გასაშვებად და მარტივი ხდება ყველაფრის თვალსაჩინოდ წარმოდგენა.

იყიდე მეტი ბიზნესი

     #3 გაარკვიე რას ფიქრობენ შენი მკითხველები

თვალი ადევნე სოციალურ ქსელებში კომუნიკაციას, ტრენდებს, და ბრენდის ხსენებას. სწრაფად უპასუხე კომენტარებს ინბოქსიდან, რომელიც შენს ყველა სოციალურ ქსელში შემოსულ შეტყობინებას ერთ პანელში აერთიანებს.  “ამ ხელსაწყოს გამოყენების შემდეგ, ჩემს აუდიტორიას უფრო მეტად დავუახლოვდი.”

სოციალური მედია მარკეტინგი

     #4  ნახე რას მოაქვს კარგი შედეგი და ხშირად გაიმეორე ის.

გამოიყენე კონტენტი, რომელიც ბიზნესის გაზრდაში გეხმარება. Hootsuite სოციალური ანალიტიკის პანელი გაჩვენებს კონტენტს, რომელმაც ყველაზე წარმატებით იმუშავა, ასევე გაძლევს პერსონალიზებულ ინფორმაციას თუ რამ გამოიწვია მისი წარმატება.  “ერთ მარტივ პანელზე შეგიძლია ნახო ინფორმაცია შენი ყველა პოსტის შესახებ, ეს კი მომავალში უკეთესი კონტენტის შექმნაში გეხმარება.

    #5 იმუშავე გუნდურად

მომხმარებელთან უკუკავშირი უფრო მალე დაამყარე და შენს სოციალურ არხებზე დადებითი სენტიმენტები გაავრცელე. განიხილე, კიდევ განიხილე სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტები გუნდის წევრებთან ერთად და აარჩიე უკუკავშირის საუკეთესო მეთოდი.

“გქონდეს საშუალება დაგეგმო, შექმნა განრიგი და სოციალურ ქსელში გასაშვებ პოსტებზე შენს გუნდთან ერთად იმუშაო, შენს გუნდსა და კომპანიას განვითარების სხვა დონეზე აიყვანს.”

წარმატებებს გისურვებთ.

ნანა ხიჯაკაძე

მასალა მომზადებულია : Hootsuite  მიხედვით