fbpx

4 იდეა დაუვიწყარი არდადეგებისთვის #საჩუქაროლოგია

ვოუჩი იყიდე მეტი

4 იდეა დაუვიწყარი არდადეგებისთვის #საჩუქაროლოგია

1920 1080 buymore.ge

ყველას გვიყვარს დასვენება, უფრო სწორედ დასვენება უფრო გვიყვარს ვიდრე დატვირთული სამუშაო გრაფიკი ან მუშაობა, მაგრამ დატვირთული დღის შემდეგ დასვენება კიდევ უფრო კარგია..   აი, ხომ ხედავთ რაც ნიშნავს როცა ძალიან გადაღლილი ხარ და დასვენება გჭირდება? ასეთ ჩახლართულ წინადადებებს  კი არ მოიგონებდით, პირდაპირ იტყოდით რა ჯობია დამღლელი კვირის ბოლოს დასვენების გემრიელად გატარებას თქო?  თან მით უფრო თუ საგაზაფხულო არდადეგებიც ახლოვდება,  ერთმა სტრესის ტალღამ უკვე გადაიარა და ეს მშვენიერი გაზაფხულის დღეები, ქალაქგარედ უნდა გაატარო  ბუნებასთან  და საყვარელ ადამიანებთან ახლოს  და სად თუ არა იმ ადგილებში სადაც ქვემოთ წარმოგიდგენთ..   მოკლედ, გადავიდეთ საქმეზე: რუბრიკა #საჩუქაროლოგია წარმოგიდგენთ ონლაინ სააჩუქრე პლატფორმა ვაუჩი გაუგზავნე სასაჩუქრე ვაუჩერი ელეგანტური სადღესასწაულო შეფუთვით

   

      სასტუმრო “წყალტუბო პლაზა” მდებარეობს წყალტუბოს ცენტრში – მშვიდი და კომფორტული გარემო სასიამოვნო დასვენებისთვის. სასტუმროს აქვს 76 სხვადასხვა კატეგორიის ოთახი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად: რესტორანი, ბარი, საკონფერენციო დარბაზი, მცირე შეხვედრების ოთახი, თანამედროვე სტანდარტების ფიტნეს დარბაზი, მასაჟის ოთახი, ტერასა, ღია აუზი და რაც მთავარია მომსახურების მაღალი სტანდარტები. *ვაუჩერის ღირებულებაში შედის საუზმე და აუზი.

 

„ამბასადორის“ ქსელის ერთ-ერთი სასტუმროა, რომელიც თბილისიდან 80 კილომეტრში მდებარეობს. სასტუმრო მოიცავს 181 თანამედროვე დიზაინის ნომერს, გოლფის, მინიგოლფის,  ფეხბურთის, კალათბურთის და ჩოგბურთის მოედნებს, შიდა და დახურულ საცურაო აუზებს, საცხენოსნოს, სასროლეთს, მოტოსკოლას. *ვაუჩერის ღირებულებაში შედის 1 ღამე სასტუმროში (premier ნომერი), საუზმე, ღია და დახურული აუზები, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნები, ჩოგბურთს კორტი, მინი გოლფი, ბილიარდი.

კურორტი “საირმე” მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ქუთაისის სამხრეთით ზღვის დონიდან 950 მ-ზე. “საირმე” ევროპის ყველაზე დიდი კურორტია. მწვანე საფარი შეადგენს 60 ჰექტარს და არის ერთადერთი კურორტი, სადაც 4 სხვადასხვა სამკურნალო თვისების და 1 თერმული წყარო ამოედინება და მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. ახალი კურორტ “საირმის” რეაბილიტაციის პროექტის შემდეგ  კომპლექსში წარმოდგენილია 3 სასტუმრო, 342 ნომერით, სადაც 1000-მდე ადამიანის განთავსების შესაძლებლობაა ერთდროულად.

კოპალა წყნეთი” მდებარეობს თბილისიდან 15 წუთის სავალზე. 69 სხვადასხვა კატეგორიის კომფორტული ოთახი, რომელიც სრულად აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. სასტუმროს აქვს რესტორანი, ბარი, საკონფერენციო დარბაზი, შეხვედრების დარბაზი, თანამედროვე სტანდარტების ფიტნეს დარბაზი, მასაჟის სალონი, სოლარიუმი, კინო, ბოულინგი, ტენისი,ბილიარდი, სპორტ ბარი, დახურული აუზი ტერასით და რაც მთავარია მომსახურების მაღალი სტანდარტები.

ყველაზე დიდი საჩუქარი ყურადღება და სიყვარულია, რომელსაც ერთმანეთისადმი გამოვხატავთ, სწორედ ამის ილუსტრაციაა საჩუქრები. ბედნიერ კვირას  გისურვებთ.