რუბრიკა #საჩუქაროლოგია წარმოგიდგენთ ონლაინ სააჩუქრე პლატფორმა ვაუჩი გაუგზავნე სასაჩუქრე ვაუჩერი ელეგანტური სადღესასწაულო შეფუთვით
რა არის საჩუქრების ჩუქების მაგია? – ფსიქოლოგიის პროფესორი, კანადელი ელიზაბეტ დანი თავის კვლევაში აღნიშნავს, რომ უფრო ძლიერ შთაბეჭდილებას და ემოციურ სიახლოვეს იწვევს ისეთი საჩუქარი, რომელიც ასოცირდება გრძელვადიან გამოცდილებასთან, მაგალითად – შოპინგთან. პროფესორმა, რომელმაც ასეთი საინტერესო კვლევის შედეგი გვამცნო, ჯერ არ იცოდა, რომ არსებობს ისეთი კარგი პლატფორმა, რომელიც კონკრეტული ნივთის ჩუქების ნაცვლად საშუალებას გაძლევთ აჩუქოთ საყვარელი ბრენდის ვაუჩერი და თავად მისცეთ სასურველი საჩუქრის შერჩევის შესაძლებლობა. მაშინ დავიწყოთ:
#1 თქვენს მეგობარს ძალიან უყვარს კითხვა თქვენ კი ზუსტად არ იცით რომელი წიგნი აჩუქოთ? სულაკაურის გამომცემლობა – მაღალმხატვრული ღირებულების, საინტერესო, მრავალფეროვანი ლიტერატურა, საგანმანათლებლო წიგნები სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რაც სრულად ამართლებს გამომცემლობის სლოგანს – წიგნები მთელი ოჯახისათვის!
#2 თუ თქვენი მეგობრისთვის სამოსი თვითგამოხატვის საშუალებაა, ხოლო თქვენ ზუსტად არ იცით მას როგორი სამოსი უსაჩუქროთ, ჩაცმას გაგაცნობთ. ეს მოდის კონცეპტუალური მაღაზიაა, სადაც ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი პრაიმ ნამუშევრები იყიდება. აქ სამოსის შერჩევა შეუძლია ყველას, ვისაც სურს თავის გამოხატვა და უყვარს მრავალფეროვნება. წარმოადგენილი მოდელები ექსკლუზიურად ამ ბრენდისთვის არის შექმნილი.
#3 მას უყვარს ისეთი აქსესუარი, რომელიც გამოვხატავს მის ინდივიდუალურობას და კრეატიულობას. “Gepherrini” არის ქართული ბრენდი, რომელიც, აწარმოებს ჩანთებს, ფეხსაცმელებს, აქსესუარებს განსხვავებული სტილით და დიზაინით. კოლექციებში წარმოდგენილია ტყავის აქსესუარები, როგორც ნათელი და მხიარული ფერებით, ასევე ტრადიციული ორნამენტებით, თანამედროვე ფორმებითა და გეომეტრიული დიზაინით.

GEPHERRINI სასაჩუქრე ბარათი
#4 მშვენიერი და მზრუნველი – ეს მისი ხასიათია, როგორ გაახაროთ თქვენი მეგობარი? – დოთსი მოდის სახლი მატერიის მოდის მიმართულების ხაზია. ბრენდი ცნობილია თავისი თანამედროვე, დახვეწილი და ამავდროულად, ფუნქციონალური სტილითა და ხელმისაწვდომი ფასებით. აქ წარმოდგენილი ტანსაცმელი და აქსესუარები შექმნილია ქართველი დიზაინერების მიერ. გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვა, მდგრადი განვითარება და სოციალური პასუხისმგებლობა ბრენდისთვის ძირეულ ასპექტს წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ წარმოებაში გამოყენებული ნედლეულის (ქსოვილი თუ ფურნიტურა) 75% არის ბიოდეგრადირებადი და არასაზიანო.

DOTS სასაჩუქრე ბარათი
რა მშვენიერი შეგრძნებაა, როცა თქვენს მეგობრის და თქვენი გემოვნება ერთმანეთს ემთხვევა და არჩევანის სრული თავისუფლებასაც აძლევს, ეს კი საჩუქრის ადრესატს და თქვენ ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტი სასიამოვნო ემოციებით გაკავშირებთ. ალბათ სწორედ ესაა ნამდვილი მეგობრობა და საჩუქრის ჩუქების მთელი მომხიბვლეობა. ბევრ ბედნიერ დღეს გისურვებთ.