fbpx

2021 წლის საუკეთესო 5 უფასო ონლაინ პლატფორმა #რეკლამისამბავი

buy more

2021 წლის საუკეთესო 5 უფასო ონლაინ პლატფორმა #რეკლამისამბავი

1920 1080 buymore.ge

 

 #1 Free Certification Courses (Stanford University)

  სტენდფორდი  Coursera  თუ ჯერ არ იცით , ეს ნამდვილად კარგი ამბავი : გლობალური უნივერსიტეტის ტრენინგების პარტნიორი Coursera ხანმოკლე დროის მანძილზე თითქმის ყველა პროგრამას უფასოდ გვთავაზობს, და ეს მოიცავს  სტენფორდის და სხვა ცნობილი უნივერსიტეტებისა და კოლეჯების კურსებს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ თავად შეგიძლია აირჩიო ის კურსი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს, ჩაირიცხო სრულიად უფასოდ და თავად  დაგეგმო მისი მიმდინარეობა.  თუ რამდენიმე დღეში დაინტერესდები და სწავლის გაგრძელებას სრული კურსით გადაწყვეტ, შეგიძლია კურსის საფასურიც გადაიხადო.

  Courseraზე იპოვი უფასო ბიზნეს კურსებს, უფასო ონლაინ ტრენინგებს, უფასო IT კურსებს, და კიდევ ბევრ სხვას. კარგი იქნება თუ Coursera-ს საუკეთესო კურსების სიასაც გადახედავ. უპირატესობები: – დამწყები დონის პროგრამებს არ ჭირდება წინარე ცოდნა. – გაკვეთილების სირთულე თანდათანობით იზრდება. აქ ყველა შენთვის საინტერესო თემას ნახავ: ფსიქოლოოგიიდან ვიდრე ანთროპოლოგიამდე. ყველა საჭირო ხელსაწყოზე წვდომა და მათი გამოყენების სრულყოფილი ინსტრუქცია  მოქნილი დედლაინით საშუალებას გაძლევს თავად დაგეგმო სწავლის ტემპი.

შეფასება: 4.7/5  დარეგისტრირდი აქ:

 #2 Free Online Courses (Harvard University)

უფასო კურსები უფასო ონლაინ კურსები (ჰარვარდის უნივერსიტეტი) თუ შენი ოცნება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში განათლების მიღებაა, მაშინ ეს პროგრამა აუცილებლად უნდა ნახო. ისწავლე სწავლაზე და ადამიანის ცნობიერების საზღვრების გაფართოებისკენ ორიენტირებული ექსპერტების გუნდისგან.  შეგიძლია აირჩიო “თავისუფალი დასწრება'” უფასოდ, ან მიიღო სერტიფიკატი მინიმალურ ფასად. შენი ინტერესებიდან გამომდინარე აირჩიე CS50, ნეირომეცნიერება, სახელშეკრულებო სამართალი, კალკულუსი, თანამედროვე ჩინეთის საფუძვლები, ჰუმანიტარული პასუხი კონფლიქტსა და კატასტროფაზე, მონაცემთა ანალიზი, და ბევრი სხვა. კარგი იქნება თუ ნახავ აივი ლიგის ტოპ 100 უფასო კურსის სიას.

უპირატესობები- – საფუძვლიანად შეისწავლე შენ მიერ არჩეული საგანი ინტერაქტიული მაგალითების და სხვა მასალების დახმარებით. – მიიღე წვდომა სავარჯიშოებსა და დავალებებზე. – გამოიკვლიე პროგრამის ფარგლებში შესაბამისი კარიერული გზები. გაიქარწყლე ეჭვები ჯგუფის წევრებთან და ინსტრუქტორებთან საუბრით.  დამწყები დონის პროგრამაში ჩასარიცხად წინარე ცოდნა საჭირო არაა.

შეფასება: 4.5/5     დარეგისტრირდი აქ: 

 #3 Free Online Courses (LinkedIn Learning) 

ლინკდინი   უფასო კურსებისა და კლასების დიდი რაოდენობა განთავსებულია პლატფორმაზე LinkedIn Learning (Lynda.com) აქ შეისწავლი ყველაზე მოთხოვნად ტექნოლოგიებს, მენეჯმენტს, და შემოქმედებით უნარებს ინდუსტრიის საუკეთესო ექსპერტებისგან, მიღებული ცოდნა საუკეთესო საფუძველია  კარიერული ზრდის თუ სამსახურში განვითარების ახალი ფაზის განსაზღვრისთვის.

ხალხის უმეტესობა LinkedIn Learningს ან როგორც  Lynda.com, რომელმაც მოახრეხა  მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ონლაინ მოსწავლის ყურადღების მიპყრობა. მას შემდეგ რაც LinkedIn-მა თავისი ბრენდის ქვეშ მოაქცია Lynda, მას სახელი გადაერქვა და რებრენდინგის შედეგად შეიქმნა LinkedIn Learning.

უპირატესობები : შეგიძლია არჩევანი გააკეთო ათასობით განსხვავებული კურსს შორის, როგორიცაა ბიზნესი, ტექნოლოგია, საინფორმაციო მეცნიერებები, მარკეტინგი და ბევრი სხვა. –ყველა კურსი უფასოა საკმაოდ დიდი დროის მანძილზე, რადგან პლატფორმაზე პირველი თვე არის საცდელი. შეგიძლია ნებისმიერი კურსი გაიარო სრულიად უფასოდ. – კურსების შექმნაზე მუშაობდა ათასობით გამოცდილი ინსტრუქტორი, პრესტიჟული ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები. სწორედ ამიტომ გელოდებათ საუკეთესო ხარისხი. – უზრუნველყოფილი ხარ LinkedIn-ის პლატფორმის მხარდაჭერით, მარტივად შეგიძლია დაამატო ახალი უნარები შენს პროფილზე, შესაბამისად გაიზრდება  უკეთესი სამსახურის/შესაძლებლობების პოვნის შანსი. – ღილაკი ‘იხილე offline-ში’ საშუალებას გაძლევს ინტერნეტის გარეშე დაესწრო გაკვეთილებს.

შეფასება: 4.7/5 დარეგისტრირდი აქ : 

 #4 Free Certification (Digital Defynd)

უფასო კურსები   ონლაინში ნებისმიერი კურსის დასრულების შემდეგ შეგიძლია მიიღო უფასო სერტიფიკატი. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერ საგანში, ნებისმიერ სასწავლო სფეროში, ან ნებისმიერი ხანგრძლივობით. საფეხურების გავლის შემდეგ სერტიფიკატებიც უფრო განსაკუთრებული ხდება. რაც უფრო მეტს ისწავლი, მით მეტს გამოიმუშავებ.

   უპირატესობები :  სრულიად უფასო ონლაინ სერტიფიკატი – არავითარი საკრედიტო ბარათი, არავითარი გადასახადი – წვდომა ნებისმიერ კონტინენტზე – შეგიძლია გაიარო ნებისმიერი ონლაინ კურსი, ნებისმიერ ონლაინ პლატფორმაზე და მოითხოვო სერტიფიკატი. –თუ კურსი სადმე სხვაგან გაიარე და არ მიგიღია სერტიფიკატი, მას ჩვენგან მიიღებ. – მისი რეალურობა რთულად წარმოსადგენია, მაგრამ არა შეუძლებელი შეფასება: 4.6/5  დარეგისტრირდი აქ :

 #5 Free Online Courses (Udemy)

იყიდე მეტი  უფასო ონლაინ კურსები (Udemy) Udemy გთავაზობთ მსოფლიოს საუკეთესო ტრენერების მიერ შექმნილ კურსებს. ეს სწორედ ის ხალხია, რომელიც გარკვეულ სფეროში ათეული წლების მანძილზე მოღვაწეობს. ხალხი, რომელიც საუკეთესო უნივერსიტეტებსა და ონლაინ პლატფორმებზე ასწავლის ათასობით მოსწავლეს. მათ მიერ შექმნილი კურსები და გაკვეთილები მაღალი შეფასებით სარგებლობს, კარგად არის ორგანიზებული და რეგულარულად ახლდება. ამ ყველაფრის გამო Udemy-ს სტუმრობს უამრავი მოსწავლე და პროფესიონალი, რომელიც ხელმისაწვდომ და უფასო ონლაინ კურსებს ეძებს.

კურსის დასრულების შემდეგ იღებ უფასო სერტიფიკატს. კარგი იქნება თუ Udemy-ს საუკეთესო კურსების სიას გადახედავთ. უპირატესობები –ხელმისაწვდომია 90,000+ კურსი & გაკვეთილი შექმნილია მთელი მსოფლიოს წარმომადგენლების მიერ. – აქ იპოვი ისეთ სპეციალიზებულ კურსებს, რომლებზეც არაფერი იცოდი. – ლექციები გრძელდება 1-დან 20 საათამდე გამომდინარე იქიდან თუ რისი სწავლა გინდა. – ზოგი ინსტრუქტორი წარმოუდგენლად მხიარულია! (განსწავლული და საინტერესო!) – უამრავი კურსი ხელმისაწვდომია სრულიად უფასოდ, თუმცა დანარჩენი კურსის ფასები ისეთი დაბალია, რომ ვერც კი დაიჯერებ!

შეფასება: 4.6/5 დარეგისტრირდი აქ: 

ორიგინალი წყარო: https://digitaldefynd.com/

ნანა ხიჯაკაძე