10 რჩევა ბიზნესს სოციალური მედიის სწორად სამართავად

სოციალური მედიის მართვა

10 რჩევა ბიზნესს სოციალური მედიის სწორად სამართავად

1920 1080 buymore.ge

„არა აქვს მნიშვნელობა, იქნება თუ არა კომპანია სოციალურ მედიაში, მათი მომხმარებლები უკვე იქ არიან და აქტიურად განიხილავენ ამ კომპანიას”ამბობს სოციალური მედიის ბრიტანელი მკვლევარი Ze Zook.

ეს ონლაინ კომუნიკაციის უწყვეტი ფორმა, 21 საუკუნის პროდუქტი, მომხმარებელს საშუალებას აძლევს  მუდმივად იყოს   ჩართული მათთვის საინტერესო პროცესების განხილვასა და შეფასებაში. მიიღოს საჭირო ინფორმაცია და იცოდეს რა ხდება იქ, სადაც თვითონ არ არის, იყიდოს, გაყიდოს, რეკლამა შექმნას, გაავრცელოს და სახელიც გაითქვას – მოკლედ, აქ ყველაფერია გააჩნია რა სფეროში აქტიურობ.

სტატისტიკის თანახმად ინდივიდი  დღეში საშუალოდ  6-7 საათს სოციალური მედიის პლატფორმებთან ატარებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი ამ სივრცეში აუცილებლად  უნდა იყოს აქტიურობდეს მით უმეტეს, რომ თანამედროვე მომხარებელი ჯერ ინტერნეტში ათვალიერებს სასურველ სერვისს/პროდუქტს და შემდეგ მიდის მის შესაძენად ან პირდაპირვე  ინტერნეტში ადგილიდან გაუსვლელად ყიდულობს.

ტრადიციული მედია საშუალებები რადიო/ტელევიზია/ბეჭდური მედია/ აფიშა/ რეკლამა და ა,შ  ამ პლატფორმების ნაწილი გახდა  Instagram, Facebook, likdin. twiter, blumberg, telegram. Tik tok,  YouTube, SlideShare, Flick web pages, თითოეული მათგანი  ხელს უწყობს მომხმარებლის მოზიდვას, სწრაფ რეაგირებას, კომფორტულ მოქმედებას, ჩართულობის ინდექსზე დაკვირვებას, ყიდვის სტიმულაციას და ბრენდის მიმართ დამოკიდებულების შექმნას.

ის რომ ბიზნესი და მომხარებელი ერთმანეთს პირისპირ  თვალებში არ უყურებს  და ეკრანით კავშირდებიან  არ ნიშნავს რომ ეტიკეტის წესები აუცილებელი არაა, ან  სამოქმედო სტრატეგია არ არის საჭირო – პირიქით,  აქ ორმაგად უფრო საჭიროა მისი დაცვა.

მაშ ასე,  10 წესი რომელიც ბიზნეს აუცილებლად გამოადგება, რადგან თითოეული მათგანი გამოცდილებითაა ნაკარნახევი.

  1.  იყავით ბრენდი ხასიათით – გააქტიურეთ პერსონალური ბრენდი,  მოაწესრიგეთ თქვენი სოციალური ქსელები და ამოირჩეით  თქვენი  საკომუნიკაციო სტილი.  ეს აუცილებლად გჭირდებათ, რადგან თქვენ მართავთ სოციალურ მედიას  და პირიქით.  თქვენს გვერდზე გადმოსვლით მომხმარებელი უნდა მიხვდეს რა შემთხვევაში მოგმართოთ, რაში დაეხმარებით.  დღეში ერთი პოსტი გამოაქვეყნეთ, მოყევით ამბავი, ამით შეინარჩუნებთ გვერდის აქტივობას.
  2.  უსმინეთ  მომხმარებელს – ინტერნეტი შესაძლებლობას გაძლევთ ინტერაქტიული ურთიერთობა გქონდეთ აუდიტორიასთან, ამიტომ ეცადეთ  მოუსმინო მას, რა კომენტარს აკეთებს, როგორ გაფასებთ, შექებაც და საყვედურიც შეიძლება თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. გახსოვდეთ, რომ შესაძლოა დაწეროთ პოსტი, გამოაქვეყნოთ ფოტო და ა.შ, მაგრამ ძალიან მალე წაშალოთ. თქვენ კი წაშლით, მაგრამ „სქრინშოტი“ დარჩება ისტორიას ამიტომ იყავით ფრთხილი და ზომიერი. 
  3. მხოლოდ სასიამოვნო კომენტარებს დავტოვებთ – არამც და არამც, მესმის, რომ ბიზნესს პერსონაზე მეტად უყვარს ქება-დიდება მაგრამ მსგავსი შინაარის კომენტარიც აუცილებელია, თუ რასაკვირველია ის ეთიკურ ფარგლებს არ სცდება. ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი, თქვენ კი გევალებათ ამ ენამწარე კომუნიკატორს მშვიდად და გულისხმიერად აუხსნათ რა არის მისი გაღიზიანების მიზეზი და როგორ შეგიძლიათ ამის გამოსწორება.
  4. სწრაფი რეაგირება- სოციალური ქსელების ხიბლი სისწრაფეა, ადგილზე მისვლის და დარეკვის გარეშე რამდენიმე წუთში უნდა მიიღოს მომმხარებელმა საჭირო ინფორმაცია, ამიტომ ეცადეთ მაქსიმალურად  დროულად  და სრულყოფილად უპასუხოთ.
  5. სოციალური მედია მომხმარებელთან კომუნიკაციის პირველი რგოლია – როგორი კარგი დიზაინის არ უნდა იყოს თქვენი სარეკლამო პოსტი, როგორი ფასდაკლებაც არ უნდა გეწეროთ,  უსარგებლოა   თუ სოციალური მედია მენეჯერი გაუცინარი ხელმწიფეა და არ იცის ვის როგორ უნდა ესაუბროს. არ გჯერათ მაგრამ მომხმარებელი ყველაფერს აკვირდება და ყველაფერს იმახსოვრებს.
  6. დაიცავით საზღვრები – მეგობრული და გულწრფელი დამოკიდებულება კარგია მაგრამ არა უეცარი ფამილარობა, არც ზედმეტი სიამაყე ვარგა. გახსოვდეთ: თქვენი მიზანია რომ ყოველი  სტუმარი სასამოვნო განწყობით ეურთიერთოს ბიზნესს ხანგრძლივად და არა ეპიზოდურად.
  7. ხარისხიანი ვიზუალური  კონტენტი – არ დაზოგოთ  თანხა ხარსიხიანი ვიზუალური მასალის  შესაქმნელად ეს იქნება ფოტო/ვიდეო/პოსტი.  თითოეული მათგანი თქვენს იმიჯს,  ბრენდის შესაძლებლობებს და გემოვნებას  წარმოაჩენს. შეფუთვა ყიდის პროდუქტს და არა  სუპერ ფუნქციების მქონე   დანადგარები.
  8. კონტენტი მეფეა – თუ კარგი წერა არ გეხერხებათ პრობლემა არაა, ამისთვის არსებობს დამატებითი პროფესიონალი კადრები, დამერწმუნეთ, გრამატიკული შეცდომებით სავსე ტექსტს, რომელიც სავსეა გაურკვეველი ემოჯებით და უშინაარსო ტრაფარეტული ფრაზებით, არავის დაინტერესება არ შეუძლია.
  9. აქტიური აუდიტორია – შექმენით ჯგუფები, ღონისძიებები, განახორციელეთ პროექტები, კონკურსები, განხილვები, წამოიწყეთ საუბრები სხვადასხვა საინტერესო თემებზე, შექმენით გამოკითხვა, გაიგეთ რას ფიქრობს აუდიტორია ამა თუ იმ საკითხზე და ა.შ დაანახეთ აქტივობები და ჩართეთ ყველაფერში. მიაწოდეთ ინფორმაცია გახდით საზოგადოებრივი აზრის ლიდერები და თქვენ აუცილებლად მოიპოვებთ ადამიანების ნდობას.  ისინი ნდობას თქვენს კომპანიასა და ორგანიზაციაზე ავტომატურად გაავრცელებენ.
  10. კონტაქტის წერტილები – გახდით მაქსიმალურად ღია და ხელმისაწვდომი აუდიტორიისთვის. შეგიძლიათ წაახალისოთ თქვენი ვიზიტორები რომ გააზიარონ თქვენი გვერდი, გამოიწერონ თქვენი  არხი/გვერდი,  მოუყევით სიახლეები. მაგრამ არ დაგავიწყდეთ “ოქროს წესი” არანაირი პირდაპირი მოთხოვნა  ეს ძალიან გამაღიზიანებელია.  იყავით ბრენდი, რომ თავად გახდნენ თქვენი პირადი მარკეტოლოგები.

  ავტორი – ეთო ბიქოშვილი