fbpx

15 რჩევა რობერტ კიოსაკისგან #ბიზნესლიტერატურა

ბიზნეს ლიტერატურა

15 რჩევა რობერტ კიოსაკისგან #ბიზნესლიტერატურა

1000 485 buymore.ge

რობერტ კიიოსაკის ამ წიგნის პირველი გამოცმიდან 25 წელი გავიდა, რა თქმა უნდა მან  გამოსვლისთანავე დიდი ფურორი მოახდინა, მაგრამ არავის,  მათ შორის ავტორსაც  კი არ წარმოედგინა, რომ 25 წლის შემდეგაც ის ისევ ბესტსელერი წიგნების სიაში იქნებოდა, ითარგმნებოდა  51 ენაზე და მსოფლიოს მასშტაბით 41 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდებოდა. დღეს წიგნი ამაზონის ყველაზე გაყიდვადი წიგნების სიაშია და  ბევრი ცნობილი პერსონის ბიბლიოთეკის აუცილებელი ატრიბუტია,  უფრო სწორედ მთავარი გზამკვლევი.

     ამ და სხვა ბიზნეს ლიტერატურის  გერმანული,  ინგლისურ და რუსულ ენოვან  წიგნების  შეძენა შეგიძლიათ წიგნები ვაკეში  არაყიშვილის  N 5 , სადაც ასევე  ბიზნეს ლიტერატურის  მშობლიურ  ენაზე თარგმნილი საკმაოდ ვრცელი ბიბლიოთეკაც დაგხვდებათ.

მდიდარი მამა ღარიბი მამა”  არის ამბავი იმაზე თუ როგორ გაზარდა მთავარი  გმირი, რობერტ კიოსაკი, მომავალი ბიზნესმენი და ანტერპრენერი,  ორმა მამამ, მისმა  ნამდვილმა მამამ, რომელიც იყო ღარიბი და მეგობრის მამამ, რომელიც იყო მდიდარი. მათი  დამოკიდებულება, პოლუსურად განსხვავებული შეხედულებები, ფულის ყადრი,  დამოუკიდებლობა  და საქმისადმი  მიდგომა გახდა კიოსაკის ფილოსოფიის გამსაზღვრელი. ამ ორმა რადიკალურად განსხვავებულმა ადამიანმა, როგორც მენტალური ისე სოციალური მდგომარეობით, კიოსაკი შრომისმოყვარე, გათვითცნობიერებულ და საკუთარი პრინციპების დამცველ პერსონად ჩამოაყალიბა.

ამ გარემოცვამ და გავლენამ შექმნა მისი პერსონა:  26  წიგნის ავტორობის გარდა მას ასევე მდიდარი და  თავბრუდამხვევი  ბიზნეს კარიერაა აქვს:   დააფუძვნა კომპანია  Rich Global LLC და Rich Dad company, ასევე არის ათეულობით ბიზნესის ფინანსური მრჩეველი და აქტიური  You tube ბლოგერი. მონაწილეობას იღებს  ე.წ ქაშ ფლოუ პროექტებსა და სოფთვეარ პროგრამებში, რათა მომავალ თაობას გაუზიაროს მისი პრაქტიკული ცოდნა ბიზნესისა და ფინასნების მართვის მიმართულებით.

მაშ ასე, გადავავლოთ თვალი  ბესტსელერი წიგნიდან  რამდენიმე ფრაზას, რომელიც  მის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო მეტად გაგიღვივებთ:

 

#1 ადამიანების უმეტესობას ურჩევნია მიჰყვეს ბრბოს, ისინი აკეთებენ იგივეს რასაც სხვები, რადგან ფიქრობენ რომ ასე უფრო იმარტივებენ ცხოვრებას.

 

 #2 ფულის მოზიდვის ერთადერთი უნარი იმის ცოდნაა,  თუ როგორ იმუშაო  მის შესანარჩუნებლად თავდაუზოგავად.

 

 #3  ზოგ ადამიანს საშინლად ეშინია გველების,ზოგს კი, იმის შიში კლავს რომ დაკარგავს ფულს, რომელსაც ის ფლობს. არსებითად ორივე ფატალური შიშია.

 

#4  სიმდიდრის და სიღარიბის ფილოსოფია ასეთია: მდიდარი დებს ფულს საქმეში და ხარჯავს იმას რაც რჩება, ღარიბი ხარჯავს ფულს და საქმეში დებს იმ ნაწილს  რაც რჩება.

 

 #5  უნარები და გამოცდილება გაქცევს მდიდრად და არა თეორიები.

 

#6 არ არსებობს ცუდი ბიზნესი და  საინვესტიციო  გამოწვევები, არსებობს მხოლოდ ცუდი საქმის მწარმოებლები და ინვესტორები.

 

#7  წარმატება ცუდი მასწავლებელია. ჩვენ ყველაზე მეტად წარუმატებელობით ვსწავლობთ, ამდენად, არ უნდა გვეშინოდეს მარცხის. მარცხი წარმატების ნაწილია.  წარმატების მიღწევა მარცხის გარეშე შეუძლებელია.

 

#8  თუ გსურს იყო წარმატებული ბიზნესმენი ან ინვესტორი, მენტალურად უნდა იყო მზად წაგებისთვისაც და მოგებისთვისაც რადგან ორივე ერთად თამაშის ნაწილია.

 

#9 ფიზიკური დატვირთვა ზრდის შენი ჯანმრთელობის ხარისხს, მენტალური სავარჯიშოები ზრდის შენს გონებრივ ჯანმრთელობას. სიზარმაცე  კი ორივეს ანადგურებს.

 

#10 დაიწყე დასასრულიდან. პროფესიონალ ინვესტორებს ყოველთვის აქვთ ე.წ „ გასასვლელი სტრატეგია“ სანამ ისინი ინვესტიციას გადაწყვეტენ. „ გასასვლელი სტრატეგია“ ან მეორენაირად “სათადარიგო გასასვლელი” ინვესტიციის მნიშვნელოვანი ფუნდამენტია.

 

#11 ნუ იქნები მხოლოდ  ფულის გამომუშავებაზე ორიენტირებული. იმუშავე ცოდნისთვის და არა ფულისთვის, ეს გაცილებით დიდი კაპიტალდაბანდებაა.

 

#12 გაცილებით მნიშვნელოვანია იფიქრო შენი იდეების განხორციელებაზე და შეამცირო მატერიალური ხარჯები, ვიდრე გვერდზე გადადო ოცნება და დაელოდო ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

#13 შეგიძლია გაანთავისუფლო ან აირიდო თავიდან ცუდი მომხმარებელი ისევე როგორც შეგიძლია გაანთავისუფლო ცუდი დასაქმებული კადრი შენს გუნდში, თუ ამის გაკეთებისგან თავს შეიკავებ, კარგი კადრი დატოვებს სამსახურს. თუ ორიენტირებული იქნები ცუდი მომხმარებლის შენარჩუნებაზე და  მის უსაქციელობას თანამშრომელს დააბრალებ, შეიძლება არ შემოგაკლდეს მომხმარებელი, მაგრამ დარჩები კარგი კადრის გარეშე.

 

#14 მაოცებენ ადამიანები, რომლებიც კონცენტრირებულები არიან როგორ დააგროვონ მეტი და მეტი ფული, მაგრამ არ ზრუნავენ საკუთარ  ჯანმრთელობასა და   განათლებისა ხარისხის გაზრდაზე.

 

#15  შენი წარმატება იმის მიხედვით იზომება თუ რამდენად ძლიერი იყო სურვილი ის საქმე გეკეთებინა რომელიც ამ  ნიშნულამდე მოგიყვანდა და ასევე ის იმედგაცრუებები, რომელმაც საკუთარ სურვილზე უარი არ გათქმევინა და გაკვეთილად გამოგადგა.

 

კატერინა გალდავაძე