fbpx

ჯოვანი მორა – იამაყე შენი მრავალფეროვნებით #ბიზნესმაბავი

ლივინგსტონი

ჯოვანი მორა – იამაყე შენი მრავალფეროვნებით #ბიზნესმაბავი

1920 1080 buymore.ge

ყველა ბრენდს თავის ამბავი აქვს, იდეა, რომელმაც მისი განჟღავნების ნაპერწკალი გააჩინა და სწორედ ასე დაყვა განსაკუთრებულობის ნიშანი, რაც მის ხასიათს  ქარიზმის საიდუმლო ინგრედიენტად შეეთვისა. ეს ჯოვანი მორას ამბავია,  იმ  ბრენდის, მისი შექმნის იდეა  საკუთარი შინაგანი ხმების გაჟღერების სურვილი  რომ გახდა. ავტორ – დამფუძვნებლებს სურდა  შეექმნა  პლატფორმა, რომელიც ერთის მხრივ, თავად მათ მისცემდა   საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებას, მეორე მხრივ კი, სხვა ადამიანებს დაეხმარებოდა საკუთარი უნიკალური ინდივიდუალიზმის წარმოჩენაში.

თავდაპირველად, დავიწყეთ მამაკაცის  ხაზით, რადგან იმ დროს ჩვენ თავად გვიჭირდა მამაკაცებისთვის  ორიგინალური საჩუქრის შერჩევა და გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ფერადი, კონცეპტუალური და ხარისხიანი პროდუქცია. თუმცა, მალევე შევნიშნეთ, რომ ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი ქალები აღმოჩნდნენ, ისინიც აქტიურად ყიდულობდნენ ჩვენს ფერად პროდუქციას. მათმა ბრენდისადმი ლოიალურმა დამოკიდებულებამ შთაგვაგონა, რომ გვეწარმოებინა დამატებითი პროდუქტები უშუალოდ ქალებისთვისაც. ჯოვანი მორას 4 თანადამფუძნებელი ყავს: მარიამ ლაპიაშვილი, თინათინ ლომაია, ნათია სვანიძე და პავლე გაბრიჭიძე, სწორედ ჩვენ ვქნით ამ ბრენდის ხასიათს თუ შინაარს. თუმცა, მარტო ჩვენ არაფერი გამოგვივიდოდა რომ არა ის ადამიანები, ვისაც გზადაგზა ვხვდებით და ვემუშავებით სხვადასხვა პროექტზე, მაგალითად, რომ არა ანუკი კონიაშვილი, ჯოვანის ვიზუალური სტილი არ იქნებოდა ისეთი როგორიც ახლაა; ასევე ბაიკო ფირცხალაიშვილი, რომელიც ქმნის ჩვენი პროდუქტების უნიკალურ მოხატულობებს.“- პავლე გაბრიჭიძეჯოვანი მორა  თანადამფუძვნებელი

 

   კავშირი, რომელიც იქმნება სამოსსა და პერსონას შორის – ეს არის   ბრენდის  მთავარი ხასიათი?

   ჯოვანი მორა  პროდუქტები და კოლექციები კონცეპტუალურია – თითოეული მათგანი რაღაც იდეას ატარებს, რაც ხშირად პროდუქტის დასახელებაშიც კი შეიძლება ჩანდეს. შესაბამისად ვფიქრობ, კავშირი პროდუქტსა და მომხმარებელს შორის სწორედ იდეაა – შინაარსის, ფასეულობების და ღირებულებების თანხვედრა.

    ენა, როგორც ცივილიზაციის, კომუნიკაციის და ისტორიის  შესაკრები ადგილი, ახალი კამპანია ამის ილუსტრაციაა?

ამ შემთხვევაში უფრო, ალბათ, ენა, როგორც აზრის, ფიქრის, ემოციის გადმოცემის უნიკალური საშუალება და ფორმა. ენების ნაირსახეობა მნიშვნელოვანია გამოხატვისთვის, ვინაიდან ხშირად გარკვეულ სულიერ მდგომარეობას, ემოციას ან აზრს ერთი ენა უკეთ შეიძლება გამოხატავდეს ვიდრე – მეორე. ენობრივი მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევს, რომ სამყარო მეტი წახნაგით აღვიქვათ და ადამიანიც უკეთ, უფრო ღრმა შინაგანი სამყაროთი შევიცნოთ.

არსებობენ ერები, რომლებსაც საკუთარი ენა არ გააჩნიათ, ან აღარ შემორჩათ. ჩვენ კი, ქართველებმა, ამ პატარა მიწაზე დღემდე შევინარჩუნეთ ერთი ქართველური ენობრივი ოჯახის 4 სხვადასხვა ენა: ქართული, სვანური, მეგრული და ლაზური.   ვფიქრობთ, ამ მემკვიდრეობას მეტად გააზრება სჭირდება. მით უმეტეს მაშინ, როცა თაობების ცვლა, ურბანიზაცია თუ სხვა საკითხები ამ ენებს გადაშენების საფრთხეს უქმნის. გვჯერა, რომ ამ კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ყოველდღიურობაში გადმოტანა პრობლემას ცოტათი მაინც შეამსუბუქებს, მინიმუმ დააფიქრებს ადამიანებს და ბიძგს მისცემს გადაიაზრონ თუ რა კულტურული საგანძურის მფლობელები ვართ.

მეგრული ენა

    რა არის ჯოვანი მორას მთავარი ხასიათი? ვინ ქმნის მას და ვისთვის იქმნება ის? „იტალიელი“ ქართული ხასიათის შტრიხებით? რამ განსაზღვრა მისი სახელდება?

ბრენდის სახელზე ფიქრისას ზუსტად ვიცოდით რომ გვინდოდა შეგვექმნა პერსონაჟი, ადამიანური სახელითა და ხასიათით, რომელიც შეძლებდა მისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე აზრის მკაფიოდ დაფიქსირებას. ქართველებს ძალიან მოგვწონს სხვების თვალით დანახული საქართველო, ქართველობა და ეს ბრენდის სახელწოდებაშიც გავითვალისწინეთ, არჩევანი კი იტალიურ ჟღერადობაზე ხარისხიდან, გემოვნებიდან და ქართულ ტემპერამენტთან სიახლოვით შევაჩერეთ.

    ახალი კამპანია,  ჩვენთვის ჯერ  უცხო ენები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ნაირფერობას და სიღრმეს ქმნის,  კამპანის მიზანი ამ სიტყვების/ქვეყნის/კუთხის ბრენდად ქცევაა?

     ენობრივი მრავალფეროვნების პროექტის მიზანი უნიკალური ქართველური ენების წარმოჩენა, პოპულარიზაცია და გააზრებაა, თუ რაოდენ ძვირფასი საგანძური გვაქვს ამ პატარა ერს. მეორე მხრივ კი, ახალი სიცოცხლის მიცემა, ყოველდღიურობაში ინტეგრირებაა – ჩვენ ხშირად ვმოგზაურობთ საზღვარგარეთ და სულ ვცდილობთ ადგილობრივი ფრაზები თუ ტერმინები ვისწავლოთ.  სწორედ ამიტომ გამოვუშვით „მოსიარულე ლექსიკონის“ ტიპის ტანსაცმელი, რომელიც შემხვედრს მეგრულ, ლაზურ და სვანურ სიტყვებს ასწავლის. ამ კამპანიას წარმატებულად ჩავთვლით, თუ ადამიანები საქართველოს კუთხეებში მოგზაურობისას ქართველურ ენებზე მინიმუმ მიესალმებიან ადგილობრივებს და ყოველდღიურობაში საუბრისას, აზრის თუ ემოციის უკეთ გადმოსაცემად ქართველური ენებიდან რომელიმე სიტყვას მოიშველიებენ.

ჯოვანი მორა

      რა ხასიათი აქვს თუ ის პერსონა იქნებოდა როგორ დაახასიათებდით? 

რაც შეეხება ჯოვანი მორას ხასიათს, ამბობენ, რომ მეამბოხეა. თუმცა, მე თუ მკითხავთ, ტერმინი — თავისუფალი სული (Free Spirit) უფრო შეეფერება. ძალიან პრინციპულია. თუ გრძნობს, რომ მისთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და ღირებულებებს საფრთხე ემუქრება, ყოველთვის ღიად აფიქსირებს მკაფიო პოზიციას. ამასთან ერთად, ძალიან ჰუმანურია. ყოველთვის ცდილობს, ადამიანებს მხარი დაუჭიროს და ემეგობროს, მათ შორის მათაც, ვისაც კონკურენტებად აღვიქვამს. მოსწონს, როცა ადამიანებს წარმატების მიღწევაში ეხმარება, ან პატივისცემას საჯაროდ გამოხატავს მათ მიმართ, ვინც ამას იმსახურებენ.

ყოველთვის, როცა მნიშვნელოვან იდეას ემსახურება, ამჯობინებს, რომ ამაში გარშემომყოფებიც აიყოლიოს და მიზანს ეგოისტურად, მხოლოდ თავისი ძალისხმევით არ მიაღწიოს. იმიტომ, რომ ჯერა — დიდი იდეები ყველაზე მნიშვნელოვანია და თუ მათი აღსრულება გინდა, თანამოაზრეები გჭირდება, თუნდაც, ეს თანამოაზრეები, შენი კონკურენტები იყვნენ. 

    გადაწყვეტილებების მიღებისას ყოველთვის დამოუკიდებელია და იმას აკეთებს, რაც სწორად მიაჩნია. საკუთარი კომპასი და მოგზაურობის ტრაექტორია აქვს, თუმცა, ამავდროულად, ძალიან სოციალურია და ვერ ვიტყვი, რომ საზოგადოების აზრი არ აინტერესებს. პირიქით, მრავალფეროვნებას ფიქრთა გაცვლა-გამოცვლაშიც მთელი გულით ემხრობა. ყოველთვის ისმენს ადამიანების აზრს და ხშირად, მათ იდეებს საკუთარ საქმიანობაშიც ითვალისწინებს.  გამბედაობა არ აკლია და ხშირად ეხება საკითხებს, რომლებსაც სხვები გვერდს გამიზნულად უვლიან. ღრმად წამს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, სოციალური კუთვნილებისა თუ ნებისმიერი სხვა ნიშნის მიუხედავად.

ძალიან უყვარს ბუნება და ცხოველები — მათთან ერთად თავისუფლებას უკეთ შეიგრძნობს. ფიქრობს, რომ ეს სამყარო საკუთარი თავის გამოხატვის ნამდვილი ექსპერტია. ბუნებაც ხომ ადამიანების მსგავსად, თვითგამოხატვას საკუთარი სტილის დახმარებით ახერხებს — ყოველ სეზონზე, ხასიათების მიხედვით იცვლის გარეგნობას და ისეთ საოცარ პრინტებსა და კონტრასტებს ქმნის, ყველაზე მდიდარი წარმოსახვის მქონე ადამიანსაც რომ გაუჭირდებოდა წარმოდგენა. ამიტომაც, ბუნებით ტკბება და მისგან შთაგონებულ ფერებსა თუ პატერნებს პროდუქტებში აქტიურად იყენებს.

   გარდა საქართველოსა  სად ხდება მათი შეძენაონლაინ მაღაზიის http://www.giovannimorra.com/საშუალებით ჯოვანი მორას აქსესუარების შეძენა ნებისმიერი ქვეყნიდანაა შესაძლებელი.

 

 კატერინა გალდავაძე