როგორ გავმდიდრდე?- 15 რჩევა დონალდ ტრამპისგან

დონალდ ტრამპი

როგორ გავმდიდრდე?- 15 რჩევა დონალდ ტრამპისგან

1920 1180 buymore.ge

დონალდ ტრამპი ამერიკელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსია , რომელიც 2017 წლის იანვრიდან აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი გახდა. მისი წიგნები მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნების სიაშია.  ამ და სხვა ბიზნეს ლიტერატურის    გერმანული,  ინგლისურ და რუსულ ენოვან  წიგნების  შეძენა შეგიძლიათ წიგნები ვაკეში  არაყიშვილის  N 5  20% ფასდაკლებით, სადაც ასევე  ბიზნეს ლიტერატურის  მშობლიურ  ენაზე თარგმნილი საკმაოდ ვრცელი ბიბლიოთეკაც დაგხვდებათ.

“How to get rich“ -როგორ გავმდიდრდეთ, ბიზნესის წარმატების საიდუმლოებზეა.  გამოცემიდან დღემდე წიგნის 3 მლ ეგზემპლარია გაყიდული . დონალდ ტრამპს ახასიათებენ, როგორც საუკეთესო მომლაპარაკებელს, როგორც თავად ტრამპი აღნიშნავს მას უყვარს მასშტაბურად ფიქრი, წიგნში მოგვითხრობს თუ როგორ მართავს თავის ბიზნესსა და ცხოვრებას. ის თავისი ქმედებით ცვლის ნიუ-იორკის ჰორიზონტს. ეს წიგნი არაჩვეულებრივი პრაქტიკაა რომ დაეუფლოთ მოლაპარაკების ხელოვნებას, მართოთ საკუთარი თავი და ბიზნესი.

წარმოგიდგენთ 15  რჩევას,  რომელსაც  დონალდ ტრამპი წარმატების ფორმულად თვლის და თითოული მათგანს წიგნში დეტალურად  განიხილავს და აანალიზებს. სწორედ ამ  გამოსადეგი რჩევებით  მოიპოვა წიგნმა პოპულარობა და ბევრი წამყვანი ბიზნესმენის სამაგიდო წიგნის სტატუსი.

  1. კრეატიულ ადამიანებს იშვითად ჭირდებათ მოტივაცია, ისინი თავიანთი შიდა ენერგიის წყალობით ყოველთვის მოტივირებულები არიან და არ იწყენენ. ისინი უარყოფენ თვითკმაყოფილებას. ცხოვრობენ თავიანთ შექმნილ საზღვრებში და მუშაობენ იმაზე თუ როგორ განვითარდნენ და გახდნენ წარმატებულები იმ საქმეში რასაც აკეთებენ
  2.  იყავი ლიდერი და მიეცი შენს თანამშრომლებს უნარი იბრწყინონ შენთან ერთად
  3. იცოდე შენი კონურენტები, შეისწავლე ისინი და შესთავაზე ბაზარს მათი მონათესავე მაგრამ მათზე უკეთესი პროდუქტი. სწორი კონკურენცია ქმნის ბიზნესის წარმატების გზას
  4.  ისწავლე ყოველ დღე ახალი შენი ბიზნესისთვის იყავი სწავლის და განვითარების მსურველი
  5. იფიქრე დიდად და იცხოვრე ფართოდ ეს ნამდვილად მუშაობს.
  6.  იყავი ოპოტიმისტი მაგრამ ყოველთვის მზად იყავი უარესისთვის
  7.  იყავი ეგოისტი მაგრამ მუდმივად აკონტროლე მისი გავლენის დონე
  8. ყველას აქვს თავის აზრი მაგრამ ნუ მიიღებ მას პერსონალურად
  9. გააკეთე ინვესტიცია იმაში რაც კარგად იცი ან კარგად გამოგდის
  10. ასწავლე შენს შვილებს ფულის ძალა და ფასი
  11. მხოლოდ შენ იცი ზუსტად რაც გსურს, მიყევი ამ სურვილს ნებისმიერ ფასად. შენს ნაცვლად შენს სურვილს ვერავინ ვერ განახორციელებს
  12. დაწერე რისგან შედგება შენი ბიზნესი, რა გსურს შენ მისგან და მას შენგან. დაანაწევრე გამოწვევები და ჩაინიშნე მათი გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი
  13.  ჩადე მთელი შენი ვნება და ენერგია შენს ბიზნესში, არ დაგავიწყდეს ის ცოცხალი ორგანიზმია.
  14.  წაიკითხე ბიოგრაფიული და ფილოსოფიური წიგნები – ასე დაზოგავ დროს და ისწავლი სხვის მაგალითზე მოქმედებას
  15.  იყავი დამაჯერებელი ეს შენს პერსონას და შენც ბრენდსაც კარგად წაადგება. გახსოვდეს შენი გარეგნობა, ქცევა და მეტყველება ბრენდის პრეზენტაციის  ნაწილია