ნეირო ლაბი მომავლის მარკეტინგი

ნეირო ლაბი მომავლის მარკეტინგი

ნეირო ლაბი მომავლის მარკეტინგი

960 960 buymore.ge

რა არის მარკეტინგი?- ეს არის ბიზნეს პროცესი, რომელიც ქმნის ურთიერთობას პროდუქტსა და მომხმარებელს შორის. რა მარტივია არა? როგორც ყველა პროცესი, ესეც  განახლებადი და ინტერაქტიულია. სწორედ ტრადიციული მარკეტინგის მომავალი  გახლავთ ნეირო მარკეტინგი.  რა არსებითი სხვაობაა მათ შორის?

პირველის შემთხვევაში მიღებული ინფორმაცია მომხმარებლის მიერ მრავალგზის გაანალიზებულ პასუხს ეყრდნობა, ნეირო მარკეტინგის დროს არსებული მოწყობილობების საშუალებით ვიღებთ  მხოლოდ  სიტყვიერ   არამედ ქცევითი დაკვირვების შედეგად მიღებულ მასალას, რომელიც უტყუარობით პირველის ხარისხს არათუ ჩამორჩება, აღემატება კიდეც.

წარმოიდგინეთ რომ კომპანიის მფლობელი ხართ და გსურთ გაიგოთ როგორია მომხმარებლის ინტერესი თქვენი ბრენდის მიმართ, ეს კითხვები თქვენი გუნდის სამუშაო დღის რეჟიმის განუყოფელი ნაწილია:

  • როგორ მოვხვდე მომხმარებელის ინტერესის არეალში?
  • როგორ მივხვდე რა წარმოადგენს მის საჭიროებას?
  • რა იწვევს ყიდვის უნარიანობის სტიმულაციას?
  • რომელია მისთვის მისაღები ღირებულება?

ამ მნიშვნელოვანი კითხვებზე, პასუხი რთული საპოვნელი იქნებოდა რომ არა ნეირომარკეტინგული კვლევების პირველი ქართული ლაბორატორია საქართველოში, Neuro lab ,რომელიც საკვლევად და გასაანალიზებლად ბიომეტრიულ სენსორებს იყენებს.

ბიომეტრიული სენსორები, სხვადასხვა აღქმის ზონებზე დაყრდნობით ცდომილების გარეშე გვაწვდის მოხმარებლის ემოციურ ინფორმაციას, რომლის გაანალიზების შემდეგ შესაძლებელია  სწორად  დაიგეგმოს ბრენდის სამოქმედო სტრატეგია, რაც სამომავლოდ დადებითად აისახება არა მხოლოდ  წარმატებაზე, არამედ ყიდვის უნარიანობის ნიშნულის ზრდაზე.

მოკლედ, მარკეტინგის მომავალში ვმოგზაურობთ, ღვედი შეიკარით და დავიწყოთ:

3D კამერით აღჭურვილი სათვალე, რომლის მეშვეობითაც საშუალება გვაქვს რეალურ სივრცეში დავაკვირდეთ რესპონდენტის თვალის მოძრაობას, მოვამზადოთ ჩანაწერი მის მიერ აღქმულ დეტალებზე და გავაანალიზოთ კონკრეტულად რა ფაქტორებმა გამოიწვიეს მისი ყურადღების მიპყრობა.  ტვინზე დაკვირვების შედეგად გვაწვდის რესპონდენტის ყურადღების დონისა და ფოკუსირების პროცენტულ მაჩვენებელს, ამდენად, ვხედავთ თუ რამდენად აქტიურად იყო ის ჩართული პროცესში საკვლევი მასალის ყურებისას.

ხელსაწყოს მეშვეობით ვაკვირდებით:
• ვებგვერდებს
• ვიდეორგოლებს
• თრეილერებს და ა.შ.

მაღალმგრძნობიარე სენსორი, რომელიც კანის მდგომარეობის ცვლილების მიხედვით გვაძლევს რესპონდენტის ემოციური აღშფოთების ან პოზიტიური განწყობის შესახებ ინფორმაციას დინამიური მასალის ყურებისას.

სენსორის მეშვეობით იკვლევა მომხმარებლების ქცევას კონკრეტულ ვებ-გვერდზე და ისაზღვრება სარეკლამო რგოლების/პოპ-აპების ეფექტურობა, ასევე შესაძლებელია შეაფასო მთლიანი ვებ გვერდის კონტენტი და მომხმარებლის ყურადღების დონე.

ასევე ამ ექსპერიმენტის ნაწილია მნიშნვნელოვანი ტესტი,  რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს “დავიჭიროთ” და გავზომოთ რესპონდენტის ის ქვეცნობიერი რეაქციები, რომლებიც მას უყალიბდება პროდუქტის მახასიათებლების მიმართ.

თითოეული ექსპერიმენტი ტარდება როგორც კომპლექსურად ასევე ნაწილობრივად და ემსახურება ერთ მიზანს, მომხმარებელმა მაქსიმალურად შეინარჩუნოს ბრენდის მიმართ ინტერესი და  პირიქით, ბრენდი ინტერაქტიული იყოს მომხმარებლის მიმართ.  სამიზნე ჯგუფის კვლევის ამ მიმართულებას იყენებს  ყველა გლობალური კომპანია , სწორედ ეს განაპირობებს მათ  წარმატებას და მაღალ შემოსავლიანობას.

მარკეტინგული კვლევების კომპანია “ნეირო ლაბი”-  579 34 44 77 –  neurolab.ge

მიმდინარე პროექტების და კვლევების თვალმისადევნებლად-https://www.facebook.com/NeuroLabGeo/

დატოვე კომენტარი