მორთული – ძველი ქართული ორნამენტები ჩვენს ყოველდღიურობაში

ქართული წინდა

მორთული – ძველი ქართული ორნამენტები ჩვენს ყოველდღიურობაში

2328 1728 buymore.ge

უნიკალური და მრავალფეროვანი ქართული ორნამენტი, საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა   და ის  საქართველოს ყველა კუთხის უძველესს ხელნაწერებში, ქსოვილებში, მხატვრობაში, ოქრომჭედლობაში და კერამიკაში გვხვდება   მორთული გამორჩეული ბრენდია, რომელმაც გადაწყვიტა ქართული ორნამენტის მოტივები, მისი მხატვრული სილამაზით და სიმდიდრით გადმოეტანა თანამედროვე დიზაინში და ჩვენს ყოველდღიურობაში, რომ კიდევ ერთხელ წარმოეჩინა  ჩვენი ქვეყნის უძველესი ისტორია და მისი მდიდარი წარსული.

მორთული სტარტაპიბრენდის შექმნის იდეა კომპანიის დამფუძნებელს თეა რამიშვილს გაუჩნდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხშირი სტუმრობის დროს. მან აღმოაჩინა, როგორ საოცარ ორნამენტებს ქმნიდნენ ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში, რომლებიც ქვეყნის ყველა კუთხეში ასეთი ლამაზი და მრავალფეროვანი იყო. ამ ორნამენტებს ის ხშირად უღებდა სურათებს ან აკეთებდა ჩანახატებს და საკუთარ თავს ეკითხებოდა, რატომ ასოცირდება ჩვენი ქვეყანა ძირითადად მხოლოდ ხინკალთან და ღვინოსთან, როდესაც ამდენი სხვა ღირებულებაც გვაქვს.

12 წელი ბანკში ვმუშაობდი და ყოველთვის ვოცნებობდი ისეთი რამე მეკეთებინა რაც ხელოვნებასთან და შემოქმედებასთან იქნებოდა დაკავშირებული, რადგან ბავშვობიდან ვხატავდი და ეს სფერო ძალიან მაინტერესებდა. ორი წლის წინ დავიწყე გრაფიკული დიზაინის, ხატვის და ფოტოგრაფიის შესწავლა, მაშინვე დავიწყე ფიქრი ჩემს ბრენდზე, მაგ დროისთვის ორნამენტიკით უკვე ღრმად დავინტერესდი, ვყიდულობდი წიგნებს და ვეძებდი ბიბლიოთეკებში. ბრენდის სახელიც აქედან გაჩნდა, სიტყვა „მორთულობა“თითქოს მაშინვე ორნამენტს გვაგონებს. გასულ წელს 40 წლის ასაკში ჩავაბარე თბილისის სამხატვრო აკადემიაში, დავანებე თავი ბანკში წარმატებულსამსახურს და მთლიანად ხელოვნების სფეროში გადმოვერთე და გადავწყვიტე ქართული ორნამენტის შემოტანა თანამედროვე დიზაინში.“

ტურიზმი ბრენდი გასული წლის ბოლოდან მომხმარებლებს საქართველოში წარმოებულ მაღალი ხარისხის წინდებს სთავაზობს, რომლებიც  სხვადასხვა კუთხის ძველი ქართული ორნამენტებითაა მორთული . ამ მოკლე დროში საკმაოდ ბევრი ერთგული მომხმარებელი ჰყავს და უამრავი დადებითი გამოხმაურებაც დაიმსახურა. როგორც ბრენდის დამფუძნებელის თქმით:  „ქართული ორნამენტების და მათი ისტორიის გაცნობა, როგორც ქართველი ასევე უცხოელი მყიდველისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულია.  ხშირად ყიდულობდნენ  მეგობრისთვის საჩუქრად და უნდოდათ სწორედ იმ ორნამენტით მორთული წინდები, რომელი კუთხიდანაც იყო წარმოშობით მათი მეგობარი“.

 

ბრენდის უმთავრესი მიზანიც სწორედ ეს არის – ქართული ორნამენტების პოპულარიზაცია.

ბრენდირებული მაისური სტარტაპის მთავარი გამოწვევაა, შექმნას წინდები საქართველოს აბსოლუტურად ყველა კუთხის სხვადასხვა ორნამენტებით და ამით ხაზი გაუსვას ქვეყნის ტრადიციებს. ასევე სულ ცოტა ხნის წინ მორთულმა მყიდველს შესთავაზა მაისურები, რომლებიც ასევე ქართული ორნამენტიკის მოტივებზეა. ბრენდის პროდუქცია სხვადასხვა  გემოვნების ადამიანებს ხიბლავს, ის შეიძლება მოიხდინონ როგორც სპორტული ასევე კლასიკური სტილის მოყვარულებმა.

მორთული-ს ყველა პროდუქტის დიზაინი მხოლოდ ქართული ორნამენტების მიხედვით არის შექმნილი, რომლებიც დაცულია ქართულ არქივებში და წიგნებში. ბრენდს დიდი სამომავლო გეგმები აქვს და მალე ის მომხმარებელს შესთავაზებს უფრო მეტ და მრავალფეროვან პროდუქციას სხვადასხვა კუთხის ორნამენტების უკეთ გასაცნობად.

მამაკაცის სამოსის ქართული ხაზი ანუ სტილი, რომელიც გამოგარჩევს
1920 1080 buymore.ge