მეტალ არტი- ავეჯი, რომელიც გახასიათებს.

მეტალ არტი- ავეჯი, რომელიც გახასიათებს.

749 937 buymore.ge

თანამედროვე, ტრენდული, უნივერსალური, უცხო, ვინტაჟური, თამამი, გამომწვევი, მომხიბლავი – ეს რომელიმე ცნობილი ვარსკვლავის აღწერა არ გეგონოთ, ასე ახასიათებენ მომხმარებლები  მეტალ არტს- ქართული ლითონის ავეჯის მწარმოებელ კომპანიას, რომელის თითოეული ნივთი ინტერიერის  განუყოფელი და გემოვნებიანი  ნაწილია.

ბაღი სახლი ავეჯი

ყველაფერი მარტივად და მნიშვნელოვნად დაიწყო-  ერთი წლის წინ მეტალის კონსტრუქციის სკამის რესტავრირებით დაიბადა იდეა შექმნილიყო საწარმო, სადაც  არა მხოლოდ ძველის განახლებით, არამედ ახალი ავეჯის შექმნითაც მოიწონებდნენ თავს, იდეა  რამდენიმე  ნიჭიერი და  და მიზანდასახული ადამიანის გაერთიანების  მთავარი ლოკომოტივი გახდა. ასე შეიქმნა ბრენდი, რომელიც  ქმნის ევროპული და ქართული დიზაინის გამაერთიანებელ, ნოვატორული სტილის ავეჯს. შეიძლება მათ ამ მიმართულების პიონერებიც კი ვუწოდოთ.

ავეჯის განსაკუთრებულობა მის დიზაინსა და  კომფორტში გამოხატება, მით უფრო, თუ ამ მომხიბვლეობის საიდუმლოში დიდი წილი ეთნო ელემენტებს უჭირავს. ეს შტრიხი მეტალ არტის ხელწერაა- ხევსურული ორნამენტების მაგვარი ქსოვილის ჩართულობით პირველივე ნამუშევარმა დაადასტურა, რომ განსაკუთრებული, ნიშნური ავეჯის შექმნა მათი სტილია, რომელიც ნებისმიერი გემოვნების, ასაკის და ინტერესების ადამიანისთვის მალევე გახდა  შეუცვლელი მოწონების ობიექტი.

ლურჯი ოფისი ავეჯი რაც შეეხება კომფორტს, მიუხედავად მასალის მიმართ შექმნილი წარმოდგენისა მისი სიმძიმის შესახებ, მეტალ არტის ნამუშევრები პრაქტიკული კონსტრუქციის წყალობით  მსუბუქი და ამავდროულად  გამძლეა. მეტალთან მუშაობა არც ისეთი მარტივი პროცესია როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს, თითოეული მოდელი  უდიდესი შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს და შესაბამისად ფასდება კიდეც.   ყოველი ახალი დიზაინი და  მომხმარებლის მიერ მოწოდებული სურვილი, მეტალ არტისთვის სასიამოვნოდ სამუშაო გამოწვევაა, რომელსაც ყოველთვის წარმატებით ართმევენ  თავს. თვლიან, რომ ყოველი მოხმარებელი თავისი სურვილის მიხედვით შექმნილი ნივთითურთ წარმატების გზაზე გადადგმული კიდევ ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ქმნის  ქართული ხარისხიანი  ბრენდის მყარ იმიჯს.

ავეჯი სახლი ქართული

გონივრული მარკეტინგული სტრატეგიის წყალობით, ბრენდს მუდმივად აქვს შენარჩუნებული მიზნობრივ აუდიტორიასთან მჭიდრო კავშირი.  განახლებადი  დიზაინი, პუნქტუალურად შესრულებული დავალება და რაც მთავარია,  ციფრული აუდიტორიისთვის  საჩუქრების გათამაშებების სერია, რომელიც ზოგჯერ თვეში რამდენიმეჯერ იმართება და მასში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც კი გვერდის გამომწერია ან სამომავლოდ გახდება.

იყიდე მეტი ქართული პროდუქტი: დაუმეგობრდით –   https://www.facebook.com/Metallllart/