ინკა – სიზმრების მჭერი ბრენდი.

ინკა – სიზმრების მჭერი ბრენდი.

960 640 buymore.ge

  ოდესმე ერთი განსაკუთრებული სიზმარის შენახვის  შესაძლებლობა რომ გქონდეთ რომელს ამოირჩევდით? ან თქვენი სასიამოვნო სიზმარი რომ ვინმეს ან რამეს მოუყვეთ და ის რეალობა გახდეს ეს ბედნიერს გაგხდით?

ეს ინკაა სიზმრის მჭერები, ჩვენს მშვიდ ძილზე სრულ პასუხისმგებლობას იღებენ, ცუდი სიზმრები ინკას წვრილად მოქსოვილ ბადეში ეხვევიან და დილის დადგომისთანავე მძინარე ადამიანის ჰაეროვანი ბუმბულების საშუალებით მხოლოდ კეთილი სიზმრების სახით მიემართებიან.  ჯუდის იშვიათად ამახსოვრდება მისი სიზმრები, აღსანიშნავია, რომ არცერთი მათგანი არ არის შავთეთრი, ის ინკასავით ფერად სიზმრებს ხედავს, აბა როგორ იქნება სხვანაირად?  

   ჯუდი კომუნიკაციების მენეჯერია, რომელიც ძირითადად  ქალთა უფლებებზე მუშაობს, ასევე ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს პიარისა და კომუნიკაციების კუთხით, თუმცა ინკას შექმნა, შვილის დაბადებიდან ცოტა ხანში 6 წლის წინ დაიწყო. დროთა განმავლობაში ინკა მარტოხელა დედის და 6  წლის ანნას შემოსავლის წყაროდ იქცა. 

  ინკას  სახელის შერჩევისას მნიშვნელოვანი იყო ისეთი სიტყვა, რომელიც თან მარტივად დასამახსოვრებელი და თან ხასიათის გამომხმატველი იქნებოდა. აი ისეთი, როგორიც ჯიმ მორისონის ინდიელია ფილმიდან The doors.  ინკა თავისუფალი ფერადი და ჯადოსნობაში ჩამალული იდუმალებაა – ამბობს ჯუდი.

  ინდიელების ამბავი გსმენიათ, ჰოდა მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო DreamCatcher ანუ იგივე სიზმრების დამჭერი,  ლეგენდის თანახმად ერთ დღეს  ლაკოტას ტომის ბელადს დედა ობობა გამოეცხადა და  უთხრა, რომ ტირიფის რგოლებზე ის მოქსოვდა ქსელს, შემდეგ ამ ნივთს დაკიდებდნენ ბავშვების საწოლის თავზე და  ცუდი  სიზმრებისგან დაცულნი იქნებოდნენ.  

  ასეთი ჯადოსნური  ნივთის ყოველი დეტალი განსაკუთრებული ყურადღებით ირჩევა,  სიმბოლოები, საყვარელი იღბლიანი ციფრები, ავატარები, ფორმები. აი ფერები კი  ყველაზე მნიშვნელოვანია, ნივთების შექმნისას. ფერი ირჩევა არა ერთმანეთთან კარგად შეხამების  არამედ ხასიათის გამომხატვის ნიშნით. თითეულ ფერს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. როდესაც  ჯუდის ინკას დამზადებას სთხოვენ ის ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესებს და საქმიანობის სფეროსაც კი.

  აბა როგორ? ჩვენ ყველას სხვადასხვა ხასიათი, ტემპერამენტი, ოცნებები და სურვილები  გვაქვს, ჩვენი საყვარელი ფერებით და დეტალებით სავსე. ცრურწმენა არაფერ შუაშია, ფერები ხომ ყველაზე კარგი ანტიდეპრესანტი და თერაპევტია. მით უმეტეს თუ მათი დახმარებით საუკეთესო მეგობარს (ან მესაიდუმლეს ვინ იცის) შეიძენ და ყველგან თან გექნება ხან  მანქანაში, სახლში, ჩანთაზე ბრელოკად, თმის აქსესუარად, ყელსაბამად მოკლედ შენი ცხოვრების და გარდერობის აუცილებელ აქსესუარად გადააქცევ. 

 თითოეული ნამუშევარი ხელით იქმნება, ხან  წინასწარ შეთანხმებული ესკიზის მიხედვით  ხან მუზას (ინტუიციას) ენდობა და ასე ემატება გალერეას ნაირფერი სხვადასხვა დანიშნულების ინკები.  ჰო, ჯადოსნურობაზე ვამბობდი, ერთხელ, ერთმა ბიჭმა ბრენდის გვერდზე უცნაური სურვილი მოიწერა, საჩუქრით გაბუტული შეყვარებულის შემორიგება  და ეს ნივთი განსაკუთრებული უნარის უნდა ყოფილიყო – ისეთი ინკა რომელიც გოგონას თავიდან შეაყვარებდა მის თავს. ესეც ხომ სურვილია?  განსაკუთრებული საჩუქარი დამზადდა და ყველაფერი დადგეგმილი სცენარით განვითარდა, ხომ გახსოვთ რომ ინკა სურვილებს ასრულებს? უფრო სწორედ სასიამოვნო სიზმრებს ახდენს.

  ჯუდის სურვილი კი ასეთია : ინკას სტენდის ან მაღაზიის გახსნა და უფრო გაფართოვება რაც რასაკვირველია, ფინანსებთანაა დაკავშირებული, მაგრამ როცა  ასეთი სასიამოვნო სურვილია მომხმარებლის სიყვარულის დახმარებით მისი ასრულებაც დიდ სირთულესთან არ უნდა იყოს დაკავშირებული ხომ ასეა?

გაიცანით დეტალურად-https://www.facebook.com/Inca.handmade/

 

  

Leave a Reply